STV
კრიმინალი

ზუგდიდში, სოფელ ინგირის ერთ-ერთ სუპერმარკეტში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.  მამაკაცს ჭრილობა მუცლის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ადგილობრივების განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრას წინ ხმამაღალი საუბარი და სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.

ადგილობრივი გ.გ დაჭრის მომენტიდან რამდენიმე წუთში ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის ამჟამად მართვით სუნთქვაზე, საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ექიმები მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფაქტთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

Related posts

ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე აფთიაქი ,,ნეოფარმი” დააყაჩაღეს

რედაქტორი

ორი ქურდობის ფაქტი ერთ ღამეში – ჩხოროწყუში ორი მარკეტი ისევ გაქურდეს

რედაქტორი

საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი