ახალი ამბები რეგიონი

ზუგდიდში, სოფელ ნარაზენში ახალი ამბულატორია გაიხსნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნარაზენის ახლად რეაბილიტირებული ამბულატორია გაიხსნა. ახალი საექიმო ამბულატორიის რეაბილიტირება ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მოხდა. მისი სამედიცინო ინვენტარით აღჭურვა კი მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის, ორგანიზაცია „ელ დი ეს ჩერეთი“-ს და საერთაშორისო ასოციაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ თანამშრომლობით მოხდა.

ნარაზენის ამბულატორიამ საჩუქრად კარდიოგრამის აპარატები, ე.წ. პაციენტის მონიტორი და სხვა სამედიცინო აღჭურვილობა მიიღო. ამბულატორია ასევე აღიჭურვა ელექტროფორეზის აპარატურატურით.

ამბულატორიის გახსნას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილეებთან, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელ მამუკა ცოტნიაშვილთან და ზუგდიდის მერის მოადგილესთან ერთად დაესწრო.

აქამდე ნარაზენის სოფელს ამბულატორიას საკუთარი შენობა არ ჰქონდა და სამედიცინო დაწესებულება ყოფილი სკოლის ავარიულ შენობაში იყო განთავსებული.

Related posts

ზუგდიდის სასამართლომ გაუპატიურებაში ბრალდებულ ირანის მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდა

რედაქტორი

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია საფრანგეთის ელჩს შეხვდა

რედაქტორი

სენაკში ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლის იუბილე აღინიშნა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი