რეგიონი

ზუგდიდში სტიქიით მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია ადგენს

წვიმის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში და ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე პრობლემები შექმნა.

დილიდან სტიქიის ზონებში სალიკვიდაციო და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია მის მოადგილეებთან და შესაბამის სამსახურებთან ერთად.

ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლის ეზოები, სავარგულები, წყალი შევიდა რამდენიმე სახლის პირველ სართულზე. ჩამორეცხილი და დაზიანებულია შიდა საუბნო გზები, ხიდ-ბოგირები.

ამ დროისთვის სპეციალური კომისია სტიქიით მიყენებულ ზარალს ადგენს.

Related posts

წალენჯიხაში ახალგაზრდა მამაკაცი თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის დააკავეს

რედაქტორი

შვილიშვილის დაჭრაში ბრალდებულ 83 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

რედაქტორი

ქალაქ ფოთში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების და საახალწლო საჩუქრების გაცემა დაიწყო

რედაქტორი

დატოვე კომენტარი