რეგიონი

ზუგდიდში უკრაინის მოქალაქეს შვილის შეძენა ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიულოცა

ზუგდიდში უკრაინის მოქალაქეს შვილის შეძენა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს უკრაინიდან ლტოლვილ მარია გორდულავას, რომელიც ომის დაწყების შემდეგ ზუგდიდში ცხოვრობს, შვილი შეეძინა.

შვილის შეძენა უკრაინის მოქალაქეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ნინო ვიბლიანმა და ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. ვახტანგ ტარანს და მარია გორდულავას მეორე შვილი – ადელინა კლინიკა „სენამედში“ შეეძინათ. სამედიცინო დაწესებულებამ მათ უფასო მომსახურეობა გაუწია.

უკრაინის ქალაქ ოდესიდან ლტოლვილი მარია ომის დაწყების შემდეგ უფროს შვილთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობს, მეუღლე კი უკრაინაში იმყოფება. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ომის დაწყების შემდეგ ეს მეორე უკრაინული ოჯახია, რომელსაც შვილი შეეძინა, ადელინამდე მარტვილში მცხოვრებ წყვილს ვაჟი ეყოლა, რომელსაც ბაგრატი დაარქვეს.

Related posts

ზუგდიდში, თავისულფებისა და აღმაშენებლის ქუჩების მონაკვეთზე წყალარინების ქსელი მოეწყობა

რედაქტორი

ლევან დავიტაშვილი:ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში მოსახლეობის ჩართულობა მნიშვნელოვანია

რედაქტორი

მალხაზ თორია: სენაკში 40 პაციენტზე გათვლილი ახალი კოვიდკლინიკა გავხსენით

რედაქტორი

დატოვე კომენტარი