რეგიონი

ზუგდიდში, უფასო სასადილოს ბენეფიციართა მენიუს გაზრდისა და მომსახურების გაუმჯობესების საკითხები განიხილეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ნინო ვიბლიანი და დავით ვერავა ზუგდიდის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსს და წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ერთობლივად განიხილეს ზუგდიდის უფასო სასადილოს ბენეფიციართა მენიუს გაზრდისა და მომსახურების გაუმჯობესების საკითხები.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები რეგიონის უფასო სასადილოებში არსებულ ვითარებას ყველა მუნიციპალიტეტში ეცნობიან და არსებულ საჭიროებებზე ინფორმაციის მისაღებად ბენეფიციარებს თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად ხვდებიან.

Related posts

სენაკში კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებები მიმდინარეობს

რედაქტორი

სამეგრელოში მცხოვრებ დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

რედაქტორი

კამპანიას ,,აჩუქე წიგნი” დღეს სენაკის მუნიციპალიტეტი შეუერთდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი