რეგიონი

ზუგდიდში, ყოფილი მერის ლაშა გოგიას სახლ-კარი იყიდება

ზუგდიდის ყოფილი მერის ოჯახი ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე სასწრაფოდ იყიდება. სახლ-კარის გაყიდვის მიზეზად ოჯახი საბანკო დავალიანებას ასახელებს, რომელიც 75 ათასი დოლარია.

ზუგდიდის ყოფილი მერის ახლობლების განცხადებით, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ოჯახი, უახლოეს დღეებში, სახლის გარეშე დარჩება.

ცნობილი ხდება, რომ სახლი სოხუმის ქუჩაზე 240 ათას ამერიკულ დოლარად იყიდება.  ინფორმაცია სახლ-კარის გაყიდვის შესახებ პორტალზე Myhome.ge-ზე გამოქვეყნდა, თუმცა გამოქვეყნებულ ინფორმაციაში თანხა მითითებული არ არის.

ცნობისათვის, გასული წლის პირველ ნოემბერს ანტიკორუფციულმა სააგენტომ ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და მისი მოადგილე გია გულორდავა დააკავა.

Related posts

ანაკლიაში, სანაპირო ზოლზე დასუფთავების მასშტაბური აქცია ჩატარდა

რედაქტორი

სენაკში, მრავალბინიანი კორპუსების ფასადების რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს

რედაქტორი

სენაკში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა ოფიციალურად გაიხსნება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი