რეგიონი

ზუგდიდში ხელოვნების ფესტივალი “არტ-კოლხი” მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, მამუკა წოწერიამ დღეს ხელოვნების ფესტივალ ,,არტ-კოლხი” -ს მონაწილეებს მერიაში უმასპინძლა.

,,ხელოვნება საუბრობს იქ სადაც სიტყვები უძლურია.  ვისაუბროთ იმ ენაზე, რომელიც ყველას გვესმის. ძალიან მნიშვნელოვანია კულტურული ღონისძიებების სხვადასხვა ფორმატში ჩატარება, რადგან მხარეებს შესაძლებლობა გვეძლევა ერთმანეთს საკუთარი კულტურა გავუზიაროთ.” – აღნიშნა აუდიტორიასთან სიტყვით მიმართვისას მერმა, მამუკა წოწერიამ.

მერმა ასევე მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს და თითოეულ მონაწილეს ლამაზი წარმოდგენისთვის.

შეხვედრაზე ,,არტ-კოლხი”-ს მონაწილეები საკუთარი ქვეყნისთვის დამახასიათებელ ტრადიციულ სამოსში იყვნენ წარმოდგენილნი.

ხელოვნებისა და ტურიზმის განვითარების ცენტრ “ოდიშის” ორგანიზებით, 25 ივნისიდან ზუგდიდში რიგით მეექვსე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “არტ-კოლხი” მიმდინარეობს.

ფესტივალი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ღონისძიება ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე აღლუმით გაიხსნა.

ფესტივალის ბოლო დღე ხვალ ანაკლიაში კონცერტით და დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდება. ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ART-კოლხი” 2015 წელს დაფუძნდა. ფესტივალს წლების განმავლობაში სტუმრობდნენ სხვადასხვა ქვეყნები: ლიტვა, უკრაინა, ბულგარეთი, თურქეთი, სამხრეთ ამერიკა-კოლუმბია, ბელარუსი, ლატვია, რუმინეთი. ფესტივალის მიზანია კულტურის სფეროში საერთაშორისო მასშტაბით გამორჩეული ნიჭიერი, შემოქმედი, ადამიანების, კოლექტივების, ანსამბლების გამოვლენა, წარდგენა საზოგადოების წინაშე.

Related posts

სენაკის მერიამ ბენეფიციარებს საადგომო ნობათები გადასცა

რედაქტორი

გიგა ფარულავამ ბოტანიკურ ბაღში მიმდიანრე სამუშაოები დაათვალიერა

რედაქტორი

ხობის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი