ექსკლუზივი

ზუგდიდში, 85 წლის ქალს წალენჯიხის პოლიციის უფროსი მანქანით დაეჯახა

  • სინწა-ზუგდიდის გზაზე ავტოავარიის შედეგად ერთი ქალბატონი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე 85 ქალბატონს ეთერ ქვაცაბიას შსს წალენჯიხის პოლიციის უფროსი რაჯი ერემაძე დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც კლინიკის გენერალური მენეჯერი სულხან ორჟონია აცხადებს, დაშავებულს ქალა-ტვინის ტრავმა აღენიშნება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საქმეს საქართველოს პროკურატურა იძიებს. როგორც პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბაია ცანავამ განაცხადა, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276 მუხლით მომდინარეობს.

Related posts

ექსკლუზივი: ფოთის ყოფილი მერი ირაკლი კაკულია დაკავებულია

რედაქტორი

თენგიზ ქობალაია ფარულ ჩანაწერებში მის მონაწილეობას ადასტურებს

რედაქტორი

ექსკლუზივი: ბერის, გიგა ქავთარაძის აღიარებითი ჩვენება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი