რეგიონი

ზუგდიდში, N1 და N12 საჯარო სკოლების სრულ რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

  • N1 სკოლის სამუშაოები ითვალისწინებს მთავარი შენობის რეაბილიტაციას, ახალი საპირფარეშოს ბლოკის მოწყობას, ახალი საქვაბე შენობის აგებას, გარე საინჟინრო ქსელების რეაბილიტაციას , სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას და ასევე წყლის, გათბობის, ვენტილაციისა და ელექტრო ქსელების მონტაჟს.

ასევე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება N 12 საჯარო სკოლას. იგეგმება, როგორც მთავარი შენობის შეკეთება, ასევე სველი წერტილების და ახალი საქვაბე შენობის მშენებლობა.
დაგეგმილია შენობის ადაპტირება შშმ პირთათვის, რაც გულისხმობს ლიფტის მოწყობას. ასევე, მოეწყობა სპორტული მოედანი ხელოვნური ბალახის საფარით და მოხდება მისი ინვენტარით უზრუნველყოფა.

ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა და სკოლების რეაბილიტაციისთვის 7 332 141 ლარია გამოყოფილია.

Related posts

ფოთში ზღვის სანაპირო დაასუფთავეს

რედაქტორი

ფოთში, მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტირებული ნაგებობა გაიხსნა

ჩხოროწყუში, მოხალისეები სხვადასხვა აქტივობას აგრძელებენ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი