შემთხვევა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე ავარიას ერთი პირი ემსხვერპლა

თბილისი-სენაკი- ლესელიძის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად,ზესტაფონის სიახლოვეს, 39 წლის ზუგდიდელი დადუ მანია დაიღუპა. ახლობლების ინფორმაციით,იგი თბილისის მიმართულებით საკუთარი მერსედესის მარკის ავტომანქანით მოძრაობდა და ტრაილერს შეეჯახა.

“რატო დადუ რატო, რომელი ერთი გავიხსენო?ეს რა საშინელება მოხდა ღმერთო როგორ ვისაუბრო წარსულზე,რა მწარე ხარ,როგორი მეგობარი და კეთილი.ვაიმე როგორ დაგვაკლდები მომავალ შეხვედრამდე დადუ”,-წერს სოციალურ ქსელში დადუ მანიას მეგობარი.

ვრცელდება ინფორმაცია,რომ გარდაცვლილი მამაკაცი მანქანაში მარტო იმყოფებოდა. ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს. მომდინარეობს გამოძიება. შემთხვევა კომენდანტის საათამდე მოხდა.

Related posts

ავტოსაგზაო შემთხვევა სამეგრელოში – დაშავებულია ხუთი ადამიანი.

dima

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ჭითაწყარში

რედაქტორი

ფოთში, ზღვამ შუახნის მამაკაცის ცხედარი გამორიყა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი