რეგიონი

თეატრი და მუზეუმ-ნაკრძალი – სენაკში განხორციელებული და მიმდინარე ორი დიდი პროექტი

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – აკაკი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრის სრული რეაბილიტაცია, რომელიც ფონდ ,,ქართუს’’ მხარდაჭერით ხორციელდება, მიმდინარე წელს დასრულდება.

ისტორიული შენობის რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდა პირველადი აღდგენითი სამუშაოები, გამოიცვალა შენობის სახურავი, მოეწყო თბოიზოლაციის და სადრენაჟე სისტემები, დამონტჟდა თანამედროვე სტანდარტების გარე და სასცენო განათებების, აკუსტიკის, გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები, დასრულდა ფუნდამენტისა და კედლების გამაგრებითი სამუშაოები, გარე ფასადისა და ინტერიერის სრული რეაბილიტაცია. რესტავრირება ჩაუტარდა უნიკალურ მხატვრობას.

არქიტექტორული, კულტურული და ისტორიული ღირებულებებით გამორჩეულ თეატრის შენობას მსგავსი მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები მანამდე არ ჩატარებია.

ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაციის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი საქართველოს მთავრობის, საქართველოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და მხარდაჭერით ხორციელდება და მისი დასრულება 2022 წლისთვისაა დაგეგმილი.

სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში სრულდება ნაქალაქარის ქვედა ტერასის ინფრასტრუქტურული ნაწილის მოწესრიგების სამუშაოები. ეწყობა სავალი ბილიკები, მისასვლელი გზები და საინფორმაციო ბანერები. 2019 წლის ბოლომდე მუზეუმ-ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორია ისტორიულ-სანახაობრივი ატრაქციის ელემენტებით აღიჭურვება.

იგეგმება ახალი სამუზეუმო სივრცის მოწყობა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქიმიურ-სარესტავრაციო ლაბორატორია განთავსდება.

Related posts

44 წლის ლელა ანჯაფარიძის ოჯახი, ფოთის საავადმოყოფოს მედპერსონალს გულგრილობაში ადანაშაულებს

ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე პოლიციამ ორი პირი დააკავა

რედაქტორი

გიორგი გახარია ზუგდიდში „თხილობა 2020“-ის ღონისძიებას ესწრება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი