ახალი ამბები კონფლიქტი რეგიონი

თეა ახვლედიანი – იზრდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც გამოხატავს ინტერესს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში გახსნილი შესაძლებლობების მიმართ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის განცხადებით, იზრდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც გამოხატავს ინტერესს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში გახსნილი შესაძლებლობების მიმართ, – ამის შესახებ ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

„საოკუპაციო რეჟიმის მიერ ხელოვნურად შექმნილი არაერთი დაბრკოლების მიუხედავად, იზრდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც გამოხატავს ინტერესს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში გახსნილი შესაძლებლობების მიმართ და სამშვიდობო ინიციატივებში ჩართვის სურვილს, რაც, ამ პოლიტიკის საბოლოო მიზნების მისაღწევად, უმთავრესი შედეგი გახლავთ. მოგეხსენებათ, შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესი შეუძლებელია ხალხთაშორისი უშუალო კომუნიკაციის გარეშე, რაც დაწესებული შეზღუდვების თუ პანდემიის მიუხედავად არასდროს შეწყვეტილა და წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს ფორმალური თუ არაფორმალური საკომუნიკაციო არხების მეშვეობით, ასევე სახალხო დიპლომატიის, სექტორული თანამშრომლობისა და ქართულ-აფხაზური/ქართულ-ოსური პროექტების ფარგლებში“,- განაცხადა ახვლედიანმა.

Related posts

“მტკივნეული და დამთრგუნველი გზა…”-ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან

dima

პრეზიდენტი: ზუგდიდი და მცხეთა წმინდა ადგილებია და რელიგიური ტურიზმის განვითარება მნიშვნელოვანია

რედაქტორი

სენაკში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი