რეკლამა

თეიმურაზ გორჯესტანი – ქალბატონი პრეზიდენტი, ჩვენთვის დარჩება უბრალოდ დედა

სპორტის სასახლეში პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელი წინასაარჩევნო შეხვედრა გაიმართა.

შეკრებილებს სიტყვით მიმართა სალომე ზურაბიშვილის შვილმა, თეიმურაზ გორჯესტანმა.

​„მადლობა მინდა გადაგიხადოთ ძლიერი მხარდაჭერისთვის. ქეთევანი და მე ჩამოვედით პარიზიდან და ლონდონიდან ამ კვირას, რადგან ეს არის ჩვენთვის განსაკუთრებული მომენტი. კანდიდატი, რომელსაც მიმართავთ ქალბატონი სალომეთი, რომელიც კვირას ალბათ იქნება ქალბატონი პრეზიდენტი, ჩვენთვის დარჩება უბრალოდ დედა. ეს მიმართვა –  „დედა“ არის ჩვენთვის სიმბოლო, რადგან ეს სიტყვა ჩვენთვის პირველი ინსტინქტის კავშირია შორეულ საქართველოსთან. ეს არ არის შანსის შედეგი, ეს არის შედეგი, ჩვენი მშობლების დამსახურება, რომ პირველი ენა ჩვენთის ყოფილიყო ქართული“, – განაცხადა თეიმურაზ გორჯესტანმა.

Related posts

ახალ ხიბულაში სარეაბილიტაციო სამუშაოებს მერი გაეცნო

რედაქტორი

ზაზა გაბუნია: 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, აღდგება სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

რედაქტორი

დედაენის დღე აღნიშნეს ხობში

რედაქტორი

დატოვე კომენტარი