გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, თემურ ნადარაიას განცხადებით, ენგურის ხიდზე მიმოსვლა არ აღდგება მანამ, სანამ ღორის გრიპის გავრცელების საშიშროება საქართველოს მხრიდან მთლიანად არ მოიხსნება. მისივე განმართებით, პირველად 20 წლის განმავლობაში მოხდა ენგურის ხიდის ჩაკეტვა ხანგრძლივად.
“ეს პირველი შემთხვევაა, როცა ენგურის ხიდი ამ ვადით ჩავკეტეთ. მანამდე კი მხოლოდ 2 ან 3 დღით იკეტებოდა მხოლოდ. ჩვენ ვიცავთ ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებას მიუხედევად იმისა, რომ გვესმის ამავე მოსახლეობის დიდი წუხილი.
გალის რაიონის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ენგურის ხიდი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რადგანაც ისინი თითქმის ყოველდღიურად სარგებლობენ ამ ხიდით. გადადიან ზუგდიდში სხვადასხვა მიზეზებით. ზოგიერთი მკურნალობს, ბევრი ვაჭრობს ზუგდიდის ბაზარში და კვირაში რამოდენიმეჯერ გადადიან პროდუქტების და მედიკამენტების შესაძენად, რდაგან იქ უფრო იაფია.
მიუხედავად ამისა მათთვის უფრო მნიშვცნელოვანია ჯანმრთელობის დაცვა, რადგან საქართველოში ღორის გრიპის გავრცელება პიკს აღწევს. მხოლოდ ამ მიზნით არის ჩაკეტილი ენგურის ხიდი და ასე დარჩება, სანამ საშიშროება არ მოიხსნება”,-აცხადებს თემურ ნადარაია.