ახალი ამბები

თვითიზოლაციის დარღვევა – ფიზიკურ პირზე 3 000, ხოლო იურიდიულზე – 15 000 ლარი – ახალი კანონპროექტი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საკარანტინო წესის დარღვევა ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი გახდება. ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტი:

“კარანტინის წესების დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და დამრღვევს დაეკისრება ჯარიმა 3 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის ჯარიმა 15 ათასი ლარია. იმ შემთხვევაში, თუ ქმედება განმეორდება, დამრღვევ პირს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხიმგებლობა, სასჯელი სახით გათვალისწინებულია შინაპატიმრობა ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით”.

კანონპროექტის თანახმად, კარანტინის წესს საქართველოს მთავრობა ინიციატივის მიღებიდან სამი დღის ვადაში დაამტკიცებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით 71 ადამიანია გადაყვანილი.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 34 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან ერთი გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაწერეს. ის, ექიმების რეკომენდაციით, 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნება.

Related posts

ივანიშვილი – მოღალატეები ცდილობენ მოღალატედ მონათლონ სალომე ზურაბიშვილი

რედაქტორი

გამჭვირვალობა: მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევები ანტიკორუფციულ სისტემაში ძირეული ცვლილების საჭიროებაზე მიუთითებს

რედაქტორი

აშშ-ის საელჩო – ვიზიარებთ ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი