ახალი ამბები

“ივანიშვილს სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით არაფერი არ გაუკეთებია”-სამეგრელოს ყოფილი ვიცე გუბერნატორი ხელისუფლებას აკრიტიკებს

  • “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის ოცეულის წარდგენის შემდეგ სოციალურ გვერდზე საკუთარ შეფასებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი ვიცე გუბერნატორი კობა ქანთარია აკეთებს. ქანთარიას განცხადებით, “ქართული ოცნება” იქცა იგივე “ნაციონალურ მოძრაობად” და მის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს არაფერი გაუკეთებია სამართლიანობის აღსადგენად.

ვრცელი პოსტის შემდეგ კობა ქანთარია აანონსებს, რომ კიდევ იქნება გაგრძელება, თუმცა რასთან დაკავშირებით, მას არ განუმარტავს.

“გუშინდელი წარდგენის შემდეგ ისეთი ვაივიშია ატეხილი რომ განცვიფრდები ადამიანი პირდაპირ?…აქტიურ ფაზაშია შესული ლოზუნგი “ვაზელინი დიდად შესარგი” ან კიდევ ვაზელინობითა შენითა მოიპოვე კეთილდღეობა შენი.. იგი დეფიციტშია უკვე და მის შემცვლელ ალტერნატიულ საშუალებებს ეძებენ . მოკლედ გახარია ზოგს მაქსიმუსი ჰგონია ზოგს კიდევ რობინ ჰუდი. ზოგი იქამდეც მიდის რომ მის დანიშნვას განუსაზღვრელი ვადით მოითხოვს.

სამწუხაროდ ასეთია ჩვენი რეალობა ამას ვერ გავცდით ასეთ მლიქვნელობას, ფარისევლობას, ვისთვის ეს ცხოვრების ნორმად იქცა, ზოგისთვისაც მართლაც თავიანთი კეთილდღეობის მოპოვების უტყუარ და ერთადერთ საშუალებად .არადა 2012 წელს ქვეყანამ და ჩვენ ყველამ ერთად უდიდესი ნაბიჯი გადავდგით და ხელისუფლებიდან გავისტუმრეთ ნაც მოძრაობა, გახარიას სამოქმედო გეგმით კი ირჩევ ქართულ ოცნებას ირჩევ ნაცმოძრაობას ასეთი დღის წესრიგი შემოგვთავაზა მან სამწუხაროდ, ამაზე მეტყველებს მისი შს მინისტრობის და შემდგომ პრემიერობის დროს მიღებული საკადრო გადაწყვეტილებები.

სამეგრელოში ვერ ნახავ ერთ სახელისუფლო , თვითმმართველობის ან კიდევ სხვა სტრუქტურულ დანაყოფებს სადაც ე.წ 2012- იანელი მუშაობდეს, სრული მარაზმია ამ მხრივ ზუგდიდში, რეგიონის სხვა მუნიცაპალიტეტებში თუ ვინმე თითზე ჩამოსათვლელი მუშაობს აქ ასეთს ვერ ნახავ… შეიძლება საარჩევნო პროცესი, ასევე საკადრო და სხვა უმნიშვნელოვანესი საკითხები ჩააბარო ადამიანს რომელის 2012 წელს ნაცმოძრაობის შტაბში იჯდა და გულდათუთქული შეხვდა ჩვენს გამარჯვებას? რატომ უნდა აკეთებდე ამას? რა მიზეზი უნდა გქონდეს? არ უბრძოლია გახარიას, მზამზარეული ხონჩით მიერთვა, ჩემი და ჩემნაირების ბრძოლით მოპოვებულს მოაჯდა და ამის შედეცია ეს ყველაფერი, ან კიდევ ასე ესმის მას “ქართული ჯიგრული პონტი”.

ეს არის უსამართლობა რომლის გამოსწორებასაც შეგვპირდა ჩვენ ივანიშვილი მრავალჯერ, თუმცა არ დაადგა საშველი, ამ და სხვა უსამართლო გამოვლინებების სადარაჯოზე ჩვენ ქვქონდა ზუსტად ბიძინას იმედი. იმიტომ რომ არ შეიძლება შენი თანამებრძოლები, ბრძოლის ველზე ვინც შენთან ერთად იდგა მიატოვო და უღალატო, სხვა რა უნდა დაარქვა ასეთ საქციელს. ვინმეს არ ეგონოს რომ მე უკან მიმაქ ან კიდევ გადავთქვამ ჩემს ნათქვამს არა ბატონო არავითარ შემთხვევაში, მაშინაც და დღესაც იგივეს გავიმეორებ.

უდიდეს ქველმოქმედად მიმაჩნია ბიძინა ივანიშვილი, უამრავი ადამიანის გადამრჩენად, ეკლესია მონასტრების ამგებად და სხვა ბევრი სიკეთეების გამკეთებლად, თუმცა სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით არაფერი არ გაუკეთებია, ამის გამო მე და ჩემნაირებს წართმეული გვაქ არჩევანის უფლება, იმას ვისაც ვებრძოდი მე პირადად რათქმა უნდა ხმას არ მივცემ, ხოლო იმას ვისაც გვერდზე ვედექი არ იმსახურებს.

p.s გაგრძელება იქნება”,-წერს სოციალურ ქსელში კობა ქანთარია.

Related posts

ძლიერი ქარი, თოვლი და ქარბუქი – 1 დეკემბრიდან საქართველოში ამინდი უარესდება

ხვალ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ

ზუგდიდის ვიცე მერი დუმილის უფლებას იყენებს

დატოვე კომენტარი