შემთხვევა

ინციდენტი ცაიშში – ზუგდიდი-თბილისის ავტობუსს დაუდგენელმა პირებმა ქვები დაუშინეს და მინები ჩაუმსხვრიეს

  • გამთენიისას ინციდენტი მოხდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაიშთან. ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ზუგდიდიდან თბილისისკენ მიმავალ ავტობუსს, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა ქვები დაუშინეს და მინები ჩაუმსხვრიეს.

როგორც ავტოსატრანსპორტო გაერთიანება “გლობუსის” წარმომადგენელმა, დავით დიდიშვილმა STV NEWS-თან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, სამგზავრო ავტობუსს, აღნიშნულ სოფელთან დახვდნენ. მისი აზრით, ეს იყო სპეციალურად მოწყობილი მათი კონკურენტების მიერ.

“სოფელ ცაიშთან ავტობუსს დახვდა ადამიანი, წინ წამოიწია გზისპირისკენ და მძღოლს ეგონა, რომ იყო მგზავრობის მსურველი. როგორც კი ავტობუსმა სვლა შეანელა, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა დაუშინა ქვები და სარკეები ჩაამსხვრია. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა, თუმცა მგზავრებს შორის ადგილი ჰქონდა პანიკას. ეს ადამიანი, რომელმაც ავტობუსს ქვები ესროლა, შემთხვევის ადგილიდან გაიქცა და იქვე ელოდებოდა მანქანა. ჩვენ ამას ვერაფერს ვუკავშირებთ სხვას, გარდა იმისა, რომ ეს არის კონკურენტების ბოროტი განზრახვა”,-ამბობს დავით დიდიშვილი.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

Related posts

სენაკის ცენტრში არსებულ პურსაცხობში აფეთქება მოხდა

რედაქტორი

ავტოავარია ჭითაწყარში – დაშავებულია 4 ადამიანი [ვიდეო]

რედაქტორი

ავტოსაგზაო შემთხვევას ხობში ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი