STV
ახალი ამბები

ირაკლი კაკაბაძე – ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც გაყიდა დავით გარეჯი ახლა უკვე შეტევაზე გადადის საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, გიორგი გამსახურდიას წინააღმდეგ

  • ,,ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრის ანი წითლიძის მიერ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის გიორგი გამსახურდიას თავდასხმის ფაქტს პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება და აცხადებს, რომ ახლა, ნაციონალური მოძრაობა – რომელმაც გაყიდა დავით გარეჯი, რუსეთს ჩააბარა სამაჩაბლოს დიდი ნაწილი და კოდორის ხეობა, რომელიც ზიანს აყენებს ქვეყნის რეპუტაციას, ახლა უკვე შეტევაზე გადადის საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, გიორგი გამსახურდიას წინააღმდეგ.

,,ნაციონალური მოძრაობა“, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი შხამია – ამაში უკვე ეჭვი აღარავის ეპარება. ახლა, ნაციონალური მოძრაობა – რომელმაც გაყიდა დავით გარეჯი 2006-2007 წლებში, რომელმაც რუსეთს ჩააბარა სამაჩაბლოს დიდი ნაწილი და კოდორის ხეობა, რომელიც უკანონო იარაღის გაყიდვით დღეს უდიდეს ზიანს აყენებს ქვეყნის რეპუტაციას და მშვიდობას მასში, ახლა უკვე შეტევაზე გადადის საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, გიორგი გამსახურდიას წინააღმდეგ. ეს უკვე ყველანაირ ზღვარს გადადის – მაშინ როდესაც ქვეყანას სჭირდება გაერთიანება კორონავირუსის და აგრეთვე ჩვენს რეგიონში აფეთქებული ომის, სადაც ჩვენ უკვე წარდგენილი გვაქვს სამშვიდობო საგზაო რუკა, რომელიც სწორედ ზვიად გამსახურდიას მიერ არის დასახული თავის დროზე – ნაციონალური მოძრაობა, როგორც ისლამური სახელმწიფოს და კრემლის ფილიალი საქართველოში იწყებს შეტევას ზვიად გამსახურდიას ოჯახზე, იმისათვის რომ საქართველოს მშვიდობიანი და პროგრესული განვითარების არანაირი გზა აღარ დარჩეს.

ჩვენი საზოგადოება მთლიანად უნდა გაერთიანდეს დღევანდელ დღეს – ერთად დავამარცხოთ ეს საშინელი პანდემია და ამავე დროს აღვასრულოთ ის სამშვიდობო ხედვა, რომელიც საქართველოს პირველ პრეზიდენტს ჰქონდა და რომელიც არის ერთადერთი გზა, რომელიც მთელს სამხრეთ კავკასიის რეგიონს მოუტანს ბედნიერებას და მშვიდობიან განვითარებას.

საქართველოს მაჰათმა განდის ფონდი აგრძელებს მუშაობას ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრებთან და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან მთელი კავკასიის რეგიონში მშვიდობიანი განვითარების ერთადერთი სწორი გამოსავლის ძიებისას. მალე ჩვენ ამ საგზაო რუკას წარვადგენთ ფართო საზოგადოებრიობის წინაშე.

კავკასიას სჭირდება მშვიდობა და საქართველოს სჭირდება მშვიდობიანი განვითარება!“ – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ირაკლი კაკაბაძე.

Related posts

საქართველოს “ევროვიზიაზე” ახალგაზრდა მომღერალი ოთო ნემსაძე წარადგენს [ვიდეო]

რედაქტორი

ნახეთ რას კრძალავს ხვალიდან ახალი რეგულაციები

რედაქტორი

ილია მეორე – პეტრე იყო გამორჩეული მღვდელთმთავარი, მეტად სამწუხაროა მისი ამგვარი ცვლილება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი