STV
არჩევნები 2020

ირაკლი ჩიქოვანი ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

  • ,,ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდიატი ირაკლი ჩიქოვანი, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად ზუგდიდში ტურიზმის სექტორის წარმოამდგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე სექტორში პანდემიის გამო შექმნილ გამოწვევებზე, განხორციელებულ და დაგეგმილ მხარდასაჭერ პროექტებზე ისაუბრეს.

🟧,,ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდიატი ირაკლი ჩიქოვანი, მმართველი პარტიის პროპორციული სიის წევრთან მარიამ ქვრივიშვილთან ერთად ზუგდიდში ტურიზმის სექტორის წარმოამდგენლებს შეხვდა. 🟧შეხვედრაზე სექტორში პანდემიის გამო შექმნილ გამოწვევებზე, განხორციელებულ და დაგეგმილ მხარდასაჭერ პროექტებზე ისაუბრეს. 🟧ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ზუგდიდს აქვს უდიდესი პოტენციალი, რომელიც მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებას, მეტ შემოსავალს და დასაქმებული ადამიანების ზრდას გულისხმობს. ტურიზმის განვითარება ირაკლი ჩიქოვანის პროგრამის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

Gepostet von STV.GE am Sonntag, 18. Oktober 2020

,,დღეს შეხვედრა ზუგდიდში ტურიზმის სფეროში დასაქმებულ ადამიანებთან გვქონდა. ეს ის ხალხია, რომლებიც სასტუმროების, ან საოჯახო ტიპის სასტუმროს მფლობელები და ხელნაკეთი ნივთების მწარმოებლები არიან. შეხვედრაზე გვესწრებოდა მარიამ ქვრივიშვილი, ჩვენი გუნდის წევრი, ადამიანი, რომელსაც უზარმაზარი გამოცდილება აქვს ტურიზმის სფეროში და რომელსაც კონკრეტული, ჩამოყალიბებული ხედვა აქვს, თუ როგორ უნდა განვითარდეს ტურიზმი მთლიანად საქართველოში, ზუგდიდსა და სამეგრელოში.

პანდემიამ ტურიზმის სექტორს მძიმე დარტყმა მიაყენა, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან ამ სექტორისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ხორციელდება” – განაცხადა ირაკლი ჩიქოვამა.

,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდიატმა, ზუგდიდის ტურისტულ პოტენციალზე და მისი განვითარების გეგმებზე ისაუბრა. ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი ზუგდიდში ტურიზმის განვითარება და ხელშეწყობა იქნება.

,,ზუგდიდს აქვს უდიდესი პოტენციალი, რომელიც ჩვენ მოგვცემს შანსს უფრო მეტად გავზარდოთ ტურიზმი ჩვენს ქალაქში, უფრო მეტი შემოსავალი მოიტანოს და, რა თქმა უნდა, მეტი დასაქმებული ადამიანი შესძინოს ზუგდიდს.

ჩემს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ზუგდიდში ტურიზმის განვითარება და ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები.

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების განუხრელი დაცვა დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება. სამოქალაქო პასუხისმგებლობით და სახელმწიფოს მაქსიმალური მობილიზებით, ჩვენ დავძლევთ ვირუსს და ახალი ძალებით ავამუშავებთ ტურისტულ სექტორს” – განაცხადა ირაკლი ჩიოქვანმა.

Related posts

ირაკლი ჩიქოვანი – შეუძლებელია უდიდესი პატივისცემა და მადლიერება არ გამოხატო იმ თავგანწირვისთვის, რაც ვეტერანებმა ჩვენი სამშობლოსთვის გასწიეს

რედაქტორი

ჯამბულ ნაჭყებია ზუგდიდის მაჟორიტარობისათვის იბრძოლებს პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“სახელით

რედაქტორი

ალექსანდრე მოწერელია – „ქართული ოცნებაა“ ის გუნდი, რომლის ყოველდღიური საზრუნავი მოსახლეობის უკეთესი მომავალია

რედაქტორი

დატოვე კომენტარი