STV
არჩევნები 2020

ირაკლი ჩიქიოვანი მოსახლეობას საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურჩასა და კოკში შეხვდა

  • ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ხურჩასა და კოკში შეხვდა. მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივ მოსახლოებას ის გეგმები გააცნო რის განხორციელებასაც გამარჯვების შემდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დაიწყებს.

🟠 ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ხურჩასა და კოკში შეხვდა. 🟠 მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივ მოსახლოებას ის გეგმები გააცნო რის განხორციელებასაც გამარჯვების შემდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დაიწყებს. 🟠 საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მოწესრიგებულია საგზაო ინფრასტრუქტურა დასრულებულია გაზიფიცირების სამუშაოები, ხურცაში აშენდა ახალი ამბულატორია.

Gepostet von STV.GE am Samstag, 19. September 2020

,,საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში, ხურჩასა და კოკში ვიმყოფებოდით. აქაურმა მოსახლეობამ კარგად იცის, რას ნიშნავს ოკუპაცია, ისინი ამ სიმძიმეს დღემდე გრძნობენ. მიხარია, რომ ორივე სოფელი ძალიან მოწესრიგებული და ინფრასტრუქტურულად გამართულია. ხურჩაში გასულ წელს ახალი ამბულატორია ავაშენეთ და მოსახლეობას წლების პრობლემა მოუგვარდა. სოფლებს ერთმანეთთან ბეტონის გზა აკავშირებს და, რაც მთავარია, ორივე სოფელი გაზიფიცირებულია“,- განაცხადა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

სოფელ კოკის შემდეგ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობას სოფელ ახალკახათში შეხვდა:

,,ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სოფელში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. აშენდა თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი, რეაბილიტირდა ოქტომბერი-ახალკახათის დამაკავშირებელი გზა, ტენდერი გამოცხადებულია და იწყება კოკი-ახალკახათის გზის რეაბილიტაცია”-აღნიშნა კანდიდატმა.

მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს სამეგრელო, ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია, ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი შენგელია, მოქმედი მაჟორიტარი ედიშერ თოლორაია და სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი ლაშა გავსალია დაესწრნენ.

Related posts

ირაკლი ჩიქოვანმა ეროვნული გმირების ბიუსტები შეამკო

რედაქტორი

ალექსანდრე მოწერელია: ჩემი მთავარი მიზანია, მოსახლეობის უმთავრესი პრობლემები და სურვილები მოვისმინო

რედაქტორი

ირაკლი ხახუბია: ჩემი მიზანი მოქალაქეების საჭიროებებზე დროული რეაგირება და მათი დახმარებაა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი