არჩევნები 2020

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით ბოლო რვა წლის განმავლობაში დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კუთხით იმაზე მეტი გაკეთდა ვიდრე დანარჩენი 19 წლის განმავლობაში

  • ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ბოლო რვა წლის განმავლობაში დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კუთხით იმაზე მეტი გაკეთდა ვიდრე დანარჩენი 19 წლის განმავლობაში მთლიანად გაკეთებულა.

,,ჩვენ დევნილ მოსახლეობასთან ერთად ვიზიარებთ სიხარულს, წარმატებას და წარუმატებლობასაც, რა თქმა უნდა ჩვენ ერთნი ვართ. ჩვენ ვართ ზუგდიდელები და ერთად ვაშენებთ ზუგდიდს”-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა თავის მიმართვაში.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის პროგრამა, რომელსაც ახორციელებს „ქართული ოცნება“. რეალურად ბოლო რვა წლის განმავლობაში რაც განხორციელდა ჩვენი დევნილი მოსახლეობისათვის, ჯამში აღემატება ყველა იმ პროგრამას, რომელიც 19 წლის განმავლობაში საქართველოში გატარებულა, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ჩვენ კვლავაც გვრჩება დევნილი მოსახლეობა, რომელიც არის და აქვს საჭიროება, დაკმაყოფილდეს საჭირო საცხოვრებელი ფართებით. ეს არის ჩვენთვის დიდი გამოწვევა და ჩვენ ამ გამოწვევას აუცილებლად დავძლევთ მომავალ წელს. ათასამდე დევნილს გადაეცეს ბინა და რა თქმა უნდა, ეს არ არის საბოლოო ზღვარი. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ჩემს ვალდებულებად მიმაჩნია, ვიზრუნო ჩვენს დევნილ საზოგადოებაზე და შევძლო მათთვის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა, თუმცა აქ არის მხარდაჭერა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან”-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

Related posts

ირაკლი ხახუბია: ერთობლივი ძალისხმევით ოქტომბერში გამარჯვება გარდაუვალია!

რედაქტორი

ირაკლი ჩიქოვანი: ჩემი მაჟორიტარი დეპუტატობის პერიოდში ყველა დევნილს საკუთარი საცხოვრებელი ექბნება

რედაქტორი

ირაკლი ჩიქოვანი: ,,სირცხვილის კორიდორით“ პოლიტიკური ძალა და ადამიანთა ჯგუფი ცდილობს საკუთარი მოქალაქეები დაუპირისპიროს ერთმანეთს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი