STV
არჩევნები 2020

ირაკლი ჩიქოვანის შეხვედრა ურთისა და აბასთუმნის მოსახლეობასთან

  • ,, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, სოფლებში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. დასრულებულია ყველა სოფელთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. მათ შორის, სოფელ აბასთუმნის გზა, სადაც გადაადგილების პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდათ ადგილობრივებს “- განაცხადა ,,ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა აბასთუმანში გამართულ შეხვედრაზე.

? ქართული ოცნების ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს. ? მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩეველს ამჯერად სოფელ ურთასა და აბასთუმანში შეხვდა. ირაკლი ჩიქოვანმა მოსახლეობას განსხორციელებელი გეგმები გააცნო. ? კანდიდიატი შეხვედრებზე შტაბის ხელმძღვანელთნ გიორგი შენგეილასთან და ზუგდიდის მოქმედ მაჟორიტარ დეპუტატთან მერაბ ქვარაიასთან ერთად იმყოფებოდა.

Gepostet von STV.GE am Freitag, 4. September 2020

აბასთუმანში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ამბულატორიას და იგეგმება სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა. აბასთუმნის შემდეგ შეხვედრა ურთაშიც გაიმართა: აქ წლების განმავლობაში მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში მცხოვრებ ოთხ ოჯახს საცხოვრებელი სახლი აუშენდა. საცხოვრებელი სახლების მშენებლობა ჩვენი მუნიციპალიტეტის ექსკლუზიური პროექტია, რომელმაც მძიმე პირობების მქონე ბევრ ოჯახს შესაძლებლობა მისცა ახალ სახლებში ეცხოვრა” – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

შეხვდრას ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი შენგელია და ზუგდიდის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია დაესწრნენ.

Related posts

ირაკლი ჩიქოვანი – 2012 წლამდე ზუგდიდი იყო ქცეული ზეწოლის, მოსახლეობაზე ძალადობის ციტადელად, დღეს ეს ქალაქი არის თავისუფალი, მშვიდი ქალაქი, სადაც ვვითარდებით

რედაქტორი

ირაკლი ჩიქოვანი – ზუგდიდში არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ უდიდესი ნიჭი და შრომისმოყვარეობა, მინდა, ვიყო მათი კეთილსინდისიერი მსახური

ალექსანდრე მოწერელია: ერთად შრომით ჩვენ მივაღწევთ საქართველოსა და ჩვენი რეგიონის წარმატებას

რედაქტორი

დატოვე კომენტარი