STV
არჩევნები 2020

ირაკლი ჩიქოვანი ადგილობრივ მოსახლეობას უჩაშონასა და ოფაჩხაფუში შეხვდა

  • საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს ირაკლი ჩიქოვანი უჩაშონისა და ოფაჩხაფუს მოსახლეობას შეხვდა, მათ საკუთარი ხედვები გააცნო და სოფლებში არსებული პრობლემები მოისმინა.

,,უჩაშონაში გზის პრობლემა რამდენიმე წლის წინ მოვაგვარეთ. ამ სოფელთან ერთად, ზუგდიდში ყველა სოფელთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. ახლა პრობლემა შიდა გზებია, თუმცა მის მოგვარებაზე მუნიციპალიტეტი ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მუშაობს. პროექტები განსაზღვრული პრიორიტების მიხედვით ხორციელდება. სოფლის ცენტრში დასასვენებელი სკვერის მოწყობას ვაპირებთ. სოფელში ცენტრალური წყალმომარაგების პრობლემაა, რომელთა მოგვარების გზებზე ვმუშაობთ”-აღნიშნა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა. ,,უჩაშონაში გამართული შეხვედრის შემდეგ, ოფაჩხაფუს მოსახლეობას შევხვდი. ოფაჩხაფუში 1,5 მილიონ ლარის ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტირდება ნარაზენის და ახალსოფლის ცენტრამდე მიმავალი გზები, რითაც გზის რეაბილიტაციით მრავალწლიანი პრობლემა მოგვარებული იქნება”-განაცხადა ოფაჩხაფუში მოსახლეობასთან შეხვედრაზე ირაკლი ჩიქოვანმა.

Related posts

ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას ნარაზენსა და შამადელაში შეხვდა

რედაქტორი

ირაკლი ჩიქოვანმა სამოქმედო გეგმა მოსახლეობას სოფელ ცაიშსა და ცაცხვში გააცნო

რედაქტორი

ირაკლი ჩიქოვანი: ჩემი მაჟორიტარი დეპუტატობის პერიოდში ყველა დევნილს საკუთარი საცხოვრებელი ექბნება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი