არჩევნები 2020

ირაკლი ჩიქოვანი: გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებეთან შედარებით 81%-ით მეტი თხილია ექსპორტირებული

  • ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა, დღეს მოსახლეობასთან შეხვედრები კორცხელისა და ბაშის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამართა და ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო.

? გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 81%-ით მეტი თხილია ექსპორტირებული – ამის შესახებ ქართული ოცნების ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ? ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, მიღებული შედეგი ხელისუფლების, თხილის მწარმოებელთა ასოციაციის და მოქალაქეების კარგი მუშაობის შედეგია, მისივე განცხადებით ფაროსანასთან ბრძოლა საქართველომ ეფექტურად მოახდინა და ქვეყანა მავნებლის გამოჩენამდე არსებულ მაჩვენებელს უბრუნდება. ? ამ დროისთვის, საქართველოდან 1797 ტონა თხილია ექსპორტირებული. წელს ექსპორტიდან მიღებული საპროგნოზო შემოსავალი, დაახლოებით, 100 მლნ აშშ დოლარი იქნება.

Gepostet von STV.GE am Samstag, 5. September 2020

,,ულამაზეს სოფელ კორცხელში ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გავაცანი. მოსახლეობა თხილის სექტორში მიღწეულ შედეგებზე გვესაუბრა. წელს კორცხელში, ისევე, როგორც მთელ სამეგრელოში, კარგი მოსავალია, რაც მთავრობის, თხილის მწარმოებელთა ასოციაციის და ფერმერების ერთობლივი მუშაობის შედეგია. ამ დროისთვის, საქართველოდან 1797 ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 81%-ით აღემატება. თხილი ჩვენი მოსახლეობისთვის უმთავრესი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. წელს ექსპორტიდან მიღებული საპროგნოზო შემოსავალი, დაახლოებით, 100 მლნ აშშ დოლარს შეადგენს”,-აღნიშნა დეპუტატობის კანდიდატმა.

დღესვე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შეხვედრები სოფელ ბაშში გამართა. როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, სოფელში საავტომობილო გზის პროექტი განხორციელდა და საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება.

Related posts

ალექსანდრე მოწერელია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში შეხვედრებს განაგრძობს

რედაქტორი

ჯამბულ ნაჭყებია ზუგდიდის მაჟორიტარობისათვის იბრძოლებს პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“სახელით

რედაქტორი

ალექსანდრე მოწერელია – მეწარმეობის და სოფლის მეურნეობის განვითარება, ნიშნავს ოჯახებში გაზრდილ შემოსავალს და ეკონომიკის განვითარებას მუნიციპალიტეტში

რედაქტორი

დატოვე კომენტარი