არჩევნები 2020

ირაკლი ჩიქოვანი: გიგა ოთხოზორია არის მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო

  • ,,გიგა ოთხოზორია ოკუპაციის მსხვერპლია, ის არის გმირი და მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო. ძალიან ნიჭიერი შვილები ყავს ქეთი და აკაკი, რთულია ანუგეშო დედა, ქალბატონი ჯულიეტა და მეუღლე ნინო“ – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.

ირაკლი ჩიქოვანი გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებს დღეს სტუმრობდა.მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დღესვე ოთხოზორიების საცხოვრებელ უბანში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და საკუთარი გეგმები გააცნო.

ირაკლი ჩიქოვანი წინასაარჩევნო კამპანიას აქტიურად განაგრძობს

ირაკლი ჩიქოვანი საარჩევნო კამპანიას აქტიურად განაგრძობს. ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდიატი ამჯერად ამომრჩეველს სოფელ კახათში და ქალაქ ზუგდიდში მაცხოვრისკარის ადმნინისტრაციულ ერთეულში შეხვდა და საკუთარი გეგმები გააცნო. ჩიქოვანი დღესვე გიგა ოთხოზორიას ოჯახში იმყოფებოდა, სადაც ის ოთხოზორიას დედას, მეუღლეს და შვილებს შეხვდა. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით გიგა ოთხოზორია არის თანამედროვე გმირი და მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო.

Gepostet von STV.GE am Freitag, 11. September 2020

,,ზუგდიდს, წლის ბოლომდე, განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა და 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება, რაც ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი დიდი მიღწევაა. ხუბულავას ქუჩაზე უკვე სრულდება წყალარინების გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოები. ზუგდიდს თანამედროვე სტანდარტების წყალარინების გამწმენდი ნაგებობა ექნება, რომელიც, ეკოლოგიის კუთხით, ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია.მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე, ზუგდიდის ტურისტულ პოტენციალზეც ვისაუბრეთ. ჩემი ერთ-ერთი ამოცანა ეკატერინესეული სასახლის სრული რეაბილიტაცია და კომპლექსის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანაა, ამ მიზანს თქვენთან ერთად აუცილებლად მივაღწევ“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

Related posts

ალექსანდრე მოწერელია: სოფლის მეურნეობის გაძლიერება, ფერმერობის და მეწარმეობის მხარდაჭერა ქართული ოცნების ხელისუფლების გამოკვეთილი პრიორიტეტია

რედაქტორი

ირაკლი ჩიქოვანი: ზუგდიდელებს უყვართ შრომა, არიან ნიჭიერები და შეუძლიათ ინოვაციები დანერგონ

რედაქტორი

ჩიქოვანი: ჩემი ოპონენტები დაკავებული არიან შიდა ტურიზმით მათ სხვა საერთო ზუგდიდთან არ აქვთ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი