არჩევნები 2020

ირაკლი ჩიქოვანი – დადიანების სასახლეთა კომპლექსს მივანიჭებთ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს

  • ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება დადიანების სასახლეთა კომპლექსს მიენიჭოს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ჩიქოვანი მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს და ფონდ ,,ქართუს“ ნიკოსეული სასახლის რეაბილიტაციისთვის. ეს განცხადება ირაკლი ჩიქოვანმა მისი წარდგენის დროს დადიანების სასახლეთა ეზოში გააკეთა.

,,ჩვენ არა მხოლოდ განვითარებაზე ვფიქრობთ, ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობაზე, ჩვენს კულტურულ სიძლიერეზე, როდესაც ვლაპარაკობთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი.

ზუსტად აქ, ამ ქალაქში და ამ ადგილას არის ერთ-ერთი ის ევროპული ფესვი, საიდანაც აღმოცენდება ევროპული მომავალი, ზუსტად აქ, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ისეთი ტიპის მუნიციპალიტეტი, სადაც ჩვენი სტუმრები, ევროპელები შეძლებენ დაინახონ ჩვენთან კავშირი და ურთიერთობა. ჩვენ გვაქვს უდიდესი სიმდიდრე და ეს სიმდიდრე არის ის სასახლეთა კომპლექსი, რომელიც არის აქ, ეს კომპლექსი ახლაც უნიკალურია ამიერკავკასიაში. ამ სასახლეს რეაბილიტაცია ჩაუტარა ფონდმა ,,ქართუმ,“ ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ფონდ ,,ქართუს“ და ბატონ ბიძინა ივანიშვილს, თუმცა ჩვენ გამოწვევად გვრჩება ბატონო პრემიერო, ბატონო კახი, ბატონო არჩილ, რეაბილიტაცია, რომელიც უნდა ჩაუტაროთ ეკატერინესეულ სასახლეს თქვენი თანხმობით, თქვენი თანამონაწილეობით. ჩვენ ამასაც გავაკეთებთ და შევძლეთ ჩვენი ნანატრი ოცნების ასრულებას და ამ სასახლეთა კომპლექსს მივანიჭებთ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს. ეს განაცხადი ჩვენ უნდა გავაკეთოთ და ეს სავსებით შესაძლებელია“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა სიტყვით გამოსვლის დროს.

Related posts

ალექსანდრე მოწერელიამ გიორგი ჭყონდიდელის ძეგლი გვირგვინით შეამკო

რედაქტორი

ირაკლი ჩიქოვანი – ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო მეტი სიკეთე მოვუტანოთ ადგილობრივებს და უფრო კომფორტული გავხადოთ ჩვენი მუნიციპალიტეტი

რედაქტორი

არჩილ თალაკვაძე – ძნელად წარმომიდგენია, რომ ზუგდიდი იმსახურებდეს სხვანაირ ადამიანს, თუ არა ისეთ განათლებულ, გამოცდილ, წესიერ და პროგრესულ კაცს, როგორიც არის ირაკლი ჩიქოვანი

რედაქტორი

დატოვე კომენტარი