STV
რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი: დარწმუნებული ვარ, მოხდება დამნაშავის დაკავება და შესაბამისად პასუხისგებაში მიცემა

  • “ოპერაცია კვლავაც მიმდინარეობს, სამძებრო ღონისძიბები კვლავაც ტარდება ვიცი, რომ ბევრი სხვადსხვა ოპერიტიული სამძებრო ღონისძიება არის დაგეგმილი დღესაც მთელი დღის განმავლობაში და შესაბამისად იმედს ვიტოვებ, რომ და დარწმუნებული ვარ მოხდება დამნაშავის დაკავება და შესაბამისად პასუხისგებაში მიცემა”-ასეთ განცხადებას აკეთებს ზუგდიდში, მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი.

“ოპერაციის პირველი ეტაპი, ეტაპი რომლის უმთავრეს ამოცანასაც წარმოადგენდა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მოქალაქეების სიცოცხლის საფრთხის განეიტრალება.ეს შედეგი დადგა და მართლაც მადლობა მინდა ვუთხრა ამისათვის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რა თქმა უნდა იყო შესაძლებლობა ყველაფერი სხვა სცენარით განვითარებულიყო, მაგრამ სამართალდამცავებმა ამისგან თავი შეიკავეს და ყველა მძევალი იქნა გათავისუფლებული, ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ გალდავას, რომელმაც გვანახა მაღალი პროფესიონალიზმი წუხანდელი ღამის განმავლობაში და ზოგადად შონაგან საქმეთა სამინისტროს გუნდმა. მეორეს მხრივ ხაზს გავუსმევ იმას რომ ოპერაცია კვლავაც მიმდინარეობს, სამძებრო ღონისძიბები კვლავაც ტარდება ვიცი, რომ ბევრი სხვადსხვა ოპერიტიული სამძებრო ღონისძიება არის დაგეგმილი დღესაც მთელი დღის განმავლობაში და შესაბამისად იმედს ვიტოვებ, რომ და დარწმუნებული ვარ მოხდება დამნაშავის დაკავება და შესაბამისად პასუხისგებაში მიცემა”-აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

Related posts

ალექსანდრე მოწერელია – “ქართული ოცნება” მმართველი პარტიაა, თუმცა მე ვმოქმედებ ჩემი უფლებებით

რედაქტორი

კორონავირუსის ნიშნებით ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში ერთი პირი მოათავსეს

რედაქტორი

ძალადობაში ბრალდებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი