STV
არჩევნები 2020

ირაკლი ჩიქოვანი – დევნილებისათვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად მუდმივ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას

  • ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდიატი ირაკლი ჩიქოვანი სოფელ ინგირსა და ფაიფურის დასახლებაში დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.

,,სოფელ ინგირსა და ფაიფურის დასახლებაში დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შევხვდით. ჩვენ ერთად 27 წელი თანავცხოვრობთ, ერთად გავიზარდეთ, მე მყავს ძალიან ბევრი დევნილი მეგობარი, ახლობელი, ვისთან ერთადაც სკოლაში დავდიოდით, უნივერსიტეტი ერთად დავამთავრეთ. ერთად გვიხარია და ერთად გვტკივა, ბედნიერებიც ერთად ვართ და წუხილსაც ერთმანეთს ვუზიარებთ, იმიტომ რომ ყოველდღიურობა გვაქვს ერთი. დევნილებისათვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად მუდმივ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას. თავიანთ მშობლიურ სახლებში დაბრუნებამდე, რაც, ცხადია, ჩვენი საბოლოო მიზანია, ზუგდიდში მცხოვრებ ყველა დევნილს ექნება საკუთარი საცხოვრებელი – ამას თითოეულ დევნილს ვპირდები” – აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

Related posts

ალექსანდრე მოწერელია ოჯახთან ერთად დენდროლოგიურ პარკს სტუმრობდა

რედაქტორი

ირაკლი ჩიქოვანი – შეუძლებელია უდიდესი პატივისცემა და მადლიერება არ გამოხატო იმ თავგანწირვისთვის, რაც ვეტერანებმა ჩვენი სამშობლოსთვის გასწიეს

რედაქტორი

ალექსანდრე მოწერელია ჩხოროწყუში ფერმერ თემურ ავალიანის მოცვის პლანტაციაში იმყოფებოდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი