STV
არჩევნები 2020

ირაკლი ჩიქოვანი: ვიბრძოლებ იმისთვის, რომ დადიანების სასახლე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი გავხადო და ამას შემდეგ რამდენიმე წელში გავაკეთებ

  • ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ახალგაზრდებს შეხვდა და მათ საკუთარი ხედვები და გეგმები გააცნო. ახალგაზრდებთან საუბრისას, ირაკლი ჩიქოვანმა ზუგდიდის ტურისტულ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა დადიანების ეკატერინესეული სასახლე გახდეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.

Gepostet von STV.GE am Montag, 31. August 2020

,,პანდემიამდე თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი სეგმენტი მოდიოდა ტურისტულ სექტორზე, რომელსაც ჰქონდა უპრეცედენტოდ მაღალი შემოსავლები და ციფრები ვიზიტორების თვალსაზრისით. თუმცა სამწუხაროდ, მე ვთვლი რომ ზუგდიდს არ გააჩნდა საკმარისი წილი ამ ტურისტულ განვითარებაში, თან ეს იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გვაქვს დადიანების სასახლე და იმ პირობებში, როდესაც ჩვენი ქალაქი შესაძლებელია გახდეს რელიგიური ტურიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი და კერა, როგორც ღვთისმშობლის კვართის ადგილი, ამიტომ ჩემი ამოცანა, ჩემი პასუხისმგებლობაა თქვენს წინაშე, მოვახდინო დადიანების სასახლეთა კომპლექსის სრული რეაბილიტაცია, ნიკოსეული სასახლე იცით, რომ აღდგენილია ფონდ ,,ქართუს“ მიერ და ამისთვის დიდი მადლობა ფონს ,,ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს. ასევე აღდგენილია ჩვენი ბოტანიკური ბაღი, რომელშიც უამრავი ხალხი ისვენებს და თითოეული თქვენგანი დარწმუნებული ვარ არის მოხიბლული, თუმცა ჩემი ვალდებულება იქნება ის, რომ რეაბილიტაცია ჩავუტაროთ ეკატერინესეულ სასახლეს და შევქმნათ მნიშვნელოვანი ტურისტული კერა და ვიბრძოლებ იმისთვის, რომ გავხადო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ერთ-ერთი ძეგლი, ეს იქნება ერთ-ერთი ჩემი მთავარი ამოცანა, და გპირდებით, რომ ამას შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში გავაკეთებ. ეს არ არის ცარიელი სიტყვები, ეს არის გარკვეულ კვლევაზე, გარკვეულ ინფორმაციაზე და შესაბამისად სპეციალისტებთან გავლილ კონსულტაციებზე დაყრდნობილი გადაწყვეტილება და ჩემი დანაპირები“ – განაცხადა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

Related posts

ალექსანდრე მოწერელია: წალენჯიხაში ინწრას ხეობა, ჩხოროწყუში ლუგელას ხეობა და მარტვილში ლებარდე – სამეგრელოში ტურიზმის განვითარებისთვის დამატებით შესაძლებლობებს იძლევა

რედაქტორი

ირაკლი ჩიქოვანი – მერაბ კოსტავას სახელი ასოცირდება სამშობლოს უანგარო სიყვარულთან, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავდაუზოგავ ბრძოლასთან

რედაქტორი

ალექსანდრე მოწერელია – მოსახლეობას გაცნობიერებული აქვს, რომ ახლა მიღებული სწორი გადაწყვეტილება სამომავლოდ ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის კიდევ უფრო მეტად განვითარებაზე აისახება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი