STV
არჩევნები 2020

ირაკლი ჩიქოვანი: მნიშვნელოვანია, რომ ნახევარ ჰექტრამდე მოცვის პლანტაციის გაშენებას სახელმწიფო სრულად აფინანსებს

  • ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი დღეს სოფელ ზედაეწერსა და ჩხორიაში იმყოფებოდა. მისი თქმით ზედაეწერში ,,ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

,,სოფელი გაზიფიცირებულია, სოხუმის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დავასრულეთ, არის შიდა გზების მოწესრიგების საჭიროება, რომლის მოგვარებაზეც ადგილობრივი ხელისუფლება მუშაობს“-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

როგორც მმართველის გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, სოფელში დიდია ადგილობრივების ინტერესი კენკროვანი კულტურების მიმართ.

,,ზედაეწერში მოცვის პლანტაცია 12 ჰექტარამდეა გაშენებული. მნიშვნელოვანია, რომ ნახევარ ჰექტრამდე მოცვის პლანტაციის გაშენებას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. მსხვილი ფართობების გაშენების შემთხვევაში კი სხვადასხვა ხელშემწყობი პროექტი გვაქვს. ამ სოფელში ,,აწარმოე საქართველოს“ პროგრამით კომპანია „გემუანი“ შეიქმნა, რომელიც სუბლიმირებულ ხილს აწარმოებს, საწარმო კვების მრეწველობაში უმსხვილესი შვეიცარიული კომპანია Nestle-ს პარტნიორია. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიაში ადგილობრივები არიან დასაქმებული“.

ზედაეწერში გამართული შეხვედრის შემდეგ ირაკლი ჩიქოვანი ჩხორიის მოსახლეობას შეხვდა. ,,ძალიან ლამაზი სოფელია. აქ მდებარეობს ეთნოსოფელი ,,სისა ტურა“, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, თვითმმართევლობამ ტურისტულ ობიექტამდე მისასვლელი გზა მოაწესრიგა, რაც ამ სფეროს მხარდაჭერისთვის მნიშვნელოვანია“.

Related posts

ჩიქოვანი: ზუგდიდში კანდიდატი მიშას დედა იქნება, ცოლი თუ ბიძაშვილი ამას ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს

რედაქტორი

ალექსანდრე მოწერელია ოჯახთან ერთად დენდროლოგიურ პარკს სტუმრობდა

რედაქტორი

“ქართული-ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია განაგრძობს მარტვილის მუნიციპალიტეტში შეხვედრებს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი