STV
არჩევნები 2020

ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით ხვდება

  • ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით, ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხორავას, გუდიაშვილისა და გორგასლის ქუჩებზე შეხვდა.

,,მომწონს შეხვედრების ეს ფორმატი, ადამიანები უშუალოდ გვიყვებიან საჭიროებებზე. მოსახლეობა კარგად ხედავს, რაც გაკეთდა, ერთად ვმსჯელობთ, რა უნდა გაკეთდეს, გვიყვებიან სურვილებზე, გვაცნობენ ხედვებს. მეც თავისთავად ვეუბნები, რის გაკეთებას ვაპირებ, რა გეგმები მაქვს. ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, მოხდა თამარ მეფის ქუჩის სრული რეაბილიტაცია, მოწესრიგდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოები, მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცეები. ამჟამად მიმდინარეობს ჯანაშიას, ქობულეთის, ხელაიასა და ვაჩნაძის ქუჩების რეაბილიტაცია. ჩვენ ერთად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ზუგდიდი განვითარების, კეთილდღეობის, ცხოვრების დონის გაუმჯობესების მხრივ ქვეყანაში სამაგალითო მუნიციპალიტეტად ვაქციოთ” – განაცხადა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

Related posts

ალექსანდრე მოწერელია – „ქართული ოცნებაა“ ის გუნდი, რომლის ყოველდღიური საზრუნავი მოსახლეობის უკეთესი მომავალია

რედაქტორი

ირაკლი ჩიქოვანი: მნიშვნელოვანია, რომ ნახევარ ჰექტრამდე მოცვის პლანტაციის გაშენებას სახელმწიფო სრულად აფინანსებს

რედაქტორი

ირაკლი ჩიქოვანი – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზღვისპირა სოფლებს, ტურიზმის დიდი პოტენციალი აქვსთ და ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ შეიძლება ხელი შევუწყოთ ამ მიმართულებას

რედაქტორი

დატოვე კომენტარი