არჩევნები 2020

ირაკლი ჩიქოვანი: პოლიტიკურ გუნდთან ერთად ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ზუგდიდი გახდება უფრო კომფორტული მუნიციპალიტეტი

  • ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, დღეს ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა. როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, ენგურის ადმინისტრაციული ერთეული ქალაქის ერთ-ერთი დიდი დასახლებაა, სადაც ორი წლის განმავლობაში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

,,თამარ მეფის ქუჩა, რომელიც ქალაქის სატრანსპორტო ქსელის მნიშვნელოვან არტერიას წარმოადგენს, წლების განმავლობაში ავარიული იყო და ავტოტრანსპორტის მოძრაობას აფერხებდა, დღეს სრულად რეაბილიტირებულია და საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად მოწესრიგებულია ტროტუარები და სანიაღვრე არხები. გასულ წელს ასევე მოვაწყვეთ ეზოები და სათამაშო მოედნები”-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღესვე, ირაკლი ჩიქოვანი, ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან გიორგი შენგელიასთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან მერაბ ქვარაიასთან და ედიშერ თოლორაიასთან ერთად 9 მაისის ქუჩის მოსახლეობასაც შეხვდა.

,,შეხვედრები განახლებულ დინამიკაში გადადის, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი აზრების ურთიერთგაცვლა, ვსაუბრობთ და ვაფასებთ იმ შედეგებს რაც უკვე გვაქვს მიღწეული და რა თმა უნდა გვაქვს სურვილი გავაგრძელოთ ის პროგრესი რაც ზუგდიდში არსებობს, ასევე ვსაუბრობთ სამომავლო გეგმებზე. მე ჩემს პოლიტიკურ გუნდთან ერთად ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ზუგდიდი გახდება უფრო კომფორტული მუნიციპალიტეტი“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

Related posts

ალექსანდრე მოწერელია – ჩემი მიზანი მოქალაქეების საჭიროებებზე დროული რეაგირება და მათი დახმარებაა

რედაქტორი

ირაკლი ჩიქოვანი: წარუშლელი ტკივილი ახლავს თან 27 სექტემბრის ტრაგიკულ დღეს

რედაქტორი

ირაკლი ჩიქოვანი სოფელ კახათში ადგილობრივებს შეხვდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი