არჩევნები 2020

ირაკლი ჩიქოვანი პრემიერის ვიზიტზე: გლობალური პანდემიის პირობებში, ბრიუსელში საქართველოს მაღალი დონის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს განსაკუთრებულ პარტნიორობას

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ბრიუსელში ვიზიტს უმნიშვნელოვანეს საგარეო პოლიტიკური მოვლენად აფასებს, ქართული ოცნების ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი.

,,გლობალური პანდემიის პირობებში, ბრიუსელში საქართველოს მაღალი დონის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს განსაკუთრებულ პარტნიორობას. საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობა უაღრესად პროდუქტიულია უკანასკნელი წლების განმავლობაში. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე. ამ თანამშრომლობისა და რეფორმების საბოლოო შედეგი ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი ინტეგრაციაა. ვიზიტის ფარგლებში ხელი ეწერება ევროკავშირთან მნიშვნელოვან საფინანსო შეთანხმებებს, რომელთა საერთო ბიუჯეტი 129 მლნ ევროს შეადგენს და რაც მიზნად ისახავს კორონავირუსის გავრცელების შედეგად საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარების შემსუბუქებასა და გაუმჯობესებას. შეხვედრის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ევროკავშირის აქტიური და უფრო ქმედითი ჩართვა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში. საუბარი ასევე შეეხება საქართველოს ევროკავშირთან ვაჭრობის შემდგომ გაღრმავებას, ქართული მცირე და საშუალო საწარმოების ევროკავშირის ბაზარზე გასვლის შესაძლებლობებს, რაც ჩვენი ეკონომიკის განვითარების უმნიშვნელოვანეს წინაპირობას წარმოადგენს” – წერს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ირაკლი ჩიქოვანი.

Related posts

ალექსანდრე მოწერელია: ჩემი მიზანი სწორედ მოქალაქეების საჭიროებებზე დროული რეაგირება და მათი დახმარებაა

რედაქტორი

ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ ვაქციოთ ზუგდიდი ტურისტული მიზიდულობის ცენტრად

რედაქტორი

ირაკლი ჩიქოვანი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ტყაიაში ახალგარდებს ოკუპაციაზე ესაუბრა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი