პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი საგარეო პოლიტიკის რეზოლუციაზე: სტრატეგიულ პრიორიტეტებად განხილულ საკითხებში უმთავრესია ქვეყნის დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა

საქართველოს პარლამენტის წევრი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას აფასებს და აცხადებს, რომ სტრატეგიულ პრიორიტეტებად განხილულ საკითხებში უმთავრესია ქვეყნის დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, სტრატეგიულ პარტნიორებთან – აშშ-სთან და მეზობლებთან თანამშრომლობის გაძლიერება და ურთიერთობების შემდგომი განვითარება.

,,საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ, რომელშიც კიდევ ერთხელ განისაზღვრა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის უმნიშვნელოვანესი მიმართულებები და პრიორიტეტული საკითხები. აღნიშნული დოკუმენტი ეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციას, ხელმძღვანელობს ეროვნული ინტერესებით და აღიარებს ყველა იმ ფუნდამენტურ ღირებულებას, როგორებიცაა საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფოთა თანასწორობის პრინციპი, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა.

სტრატეგიულ პრიორიტეტებად განხილულ საკითხებში უმთავრესია ქვეყნის დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, სტრატეგიულ პარტნიორებთან – აშშ-სთან და მეზობლებთან თანამშრომლობის გაძლიერება და ურთიერთობების შემდგომი განვითარება, რაც რეგიონში ჩვენ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პოზიციებს გაამყარებს და ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას. პრიორიტეტებში შედის რუსეთთან პრაგმატული და პრინციპული პოლიტიკის წარმოება, რაც ტერიტორიის დეოკუპაციასთან და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან ერთად რუსეთიდან მომდინარე კონვენციურ თუ ჰიბრიდულ საფრთხეებს მინიმუმამდე შეამცირებს.

საქართველოს ხელისუფლება ხელს შეუწყობს ჩინეთთან, ინდოეთთან, იაპონიასთან და კორეასთან, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან საგარეო-ეკონომიკურ, სავაჭრო და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას და განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს თანამშრომლობას მრავალმხრივ ფორმატში. განსაკუთრებული ინტერესის სფერო იქნება საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა“ – აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

Related posts

სალომე ზურაბიშვილი: ძალადობა ადამიანებზე ეს არის მიუღებელი, ძალიან არაქართული და ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ღირებულებებს

რედაქტორი

ირაკლი ჩიქოვანი: ბიძინა ივანიშვილმა უდიდესი როლი ითამაშა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში

რედაქტორი

გიორგი გახარია „ნაციონალურ მოძრაობას“ – არსად წასვლას არ ვაპირებ, მე თქვენ დაგასრულებთ

დატოვე კომენტარი