STV
არჩევნები 2020

ირაკლი ჩიქოვანი – საზოგადოებაში იგრძნობა „ქართული ოცნების” გამოკვეთილი მხარდაჭერა და ჩვენ ამ ნდობას აუცილებლად გავამართლებთ

  • ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. კანდიდატი დღეს მოქალაქეებს სოფელ ოირემესა და ინგირში შეხვდა. შეხვედრაზე ირაკლი ჩიქოვანმა მმართველი გუნდის პროგრამასა და საკუთარ გეგმებზე ისაუბრა

,,საარჩევნო კამპანია დასასრულს უახლოვდება, ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ აქტიურ და პროდუქტიულ შეხვედრებს ჩვენს მოსახლეობასთან ზუგდიდის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

ძალიან კარგი შეხვედრები გვქონდა ოირემეში და ინგირში. ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რომლებიც ადგილობრივების აზრით პრიორიტეტული უნდა იყოს ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის. რა თქმა უნდა, არსებობს საკითხები, რომელსაც ჯერ კიდევ სჭირდება გადაწყვეტა, საზოგადოებას აქვს საკუთარი პოზიცია ამ საკითხებთან მიმართებით და მათი ჩართულობითა და აქტიური მონაწილეობით ჩვენ ერთად შევძლებთ ამ საკითხების საბოლოოდ გადაჭრას. ჩვენ აქტიურ დიალოგს გავაგრძელებთ არჩევნების შემდგომაც და უკვე გადავალთ საკითხების გადაწყვეტის რეჟიმში. საზოგადოებაში იგრძნობა „ქართული ოცნების” გამოკვეთილი მხარდაჭერა და ჩვენ ამ ნდობას აუცილებლად გავამართლებთ. დარწმუნებული ვარ, 31 ოქტომბერს ზუგდიდი თავის არჩევანს ქვეყნის განვითარების სასარგებლოდ გააკეთებს“ – განაცხადა ჩიქოვანმა.

Related posts

ირაკლი ჩიქოვანი – შეუძლებელია უდიდესი პატივისცემა და მადლიერება არ გამოხატო იმ თავგანწირვისთვის, რაც ვეტერანებმა ჩვენი სამშობლოსთვის გასწიეს

რედაქტორი

ირაკლი ჩიქოვანი – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზღვისპირა სოფლებს, ტურიზმის დიდი პოტენციალი აქვსთ და ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ შეიძლება ხელი შევუწყოთ ამ მიმართულებას

რედაქტორი

ირაკლი ჩიქოვანი – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არის ერთ-ერთი საშუალება იმისა, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი ურთიერთობები

რედაქტორი

დატოვე კომენტარი