პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: სამთავრობო პროგრამა, რომელსაც ეწოდება „ევროპული სახელმწიფო“ არის ამბიციური და მნიშვნელოვანი განაცხადი ჩვენი სახელმწიფოსთვის

  • ,,ქართული ოცნების“ წევრმა და ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა შეაფასა და განაცხადა, რომ პროგრამა, რომელსაც ეწოდება „ევროპული სახელმწიფო“ არის ამბიციური და მნიშვნელოვანი განაცხადი ჩვენი სახელმწიფოსთვის.

,,პარლამენტში დღეს მინისტრთა კაბინეტს ნდობა გამოვუცხადეთ, წარმატებებს ვუსურვებ მთავრობას და მხარს ვუჭერ იმ სამთავრობო პროგრამას, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წარადგინა. სოლიდარულობა არის ერთ ერთი მთავარი მაჩვენებელი იმისა თუ როგორ დგას საკუთარი ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების გვერდით, მართლაც ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში და ზოგადად ამ მთავრობის მმართველობის პერიოდში ჩვენ დავინახეთ, რომ მთავარი მიზანი და შედეგი, რაც ჩვენ მივიღეთ, არის ის რომ ჩვენი ხელისუფლება არის საკუთარი ხალხის სოლიდარული.

სოლიდარობა, რომელიც აუცილებელია, ისეთ რთულ დროს და აუცილებელია ყველა მოწყვლადი ფენისათვის, ყველა მოწყვლადი სამიზნე ჯგუფისათვის, მაშინ როდესაც პანდემია მძვინვარებს მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში. წარმოდგენილი პროგრამა, რომელსაც ეწოდება „ევროპული სახელმწიფო“ ვთვლი, რომ არის ამბიციური და მნიშვნელოვანი განაცხადი ჩვენი სახელმწიფოსთვის.

თითოეული ჩვენგანისთვის მთავარ მიზანს წარმოადგენს შევქმნათ ისეთი თანამედროვე ევროპული სახელმწიფო, რომელიც დაიბრუნებს საკუთარ ადგილს ევროპაში, რომელსაც ექნება ისეთი ინსტიტუტები და ექნება ისეთი ყოველდღიურობა როგორიც არის ევროპაში. ეს არ იქნება მარტივი და ამ ოთხი წლის განმავლობაში იქნება ძალიან ბევრი რეფორმა გასატარებელი, რეფორმები რომლებიც იქნება აუცილებელი იმისათვის, რომ ჩვენ უკეთესი შედეგები მივიღოთ. კიდევ ერთხელ, გულწრფელად წარმატებებს ვუსურვებ მთავრობას, მთავრობას რომელმაც უნდა დაძლიოს პანდემია და რომელმაც უნდა შეძლოს რომ ჩვენს საზოგადოებას დაუბრუნოს უკეთესი მოლოდინის პერსპექტივა“ – განაცხადა მე-10 მოწვევის პარლამენტის პლენარული სხდომაზე ირაკლი ჩიქოვანმა.

Related posts

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

გიორგი ბარამიძე -ჩვენს დროს გირგვლიანის მკვლელები გასამართლდნენ, მაგრამ მაჩალიკაშვილის მკვლელი არ გასამართლებულა!

რედაქტორი

ედიშერ თოლორაია – ჩვენს ქვეყანას ეყოლება ძალიან პრინციპული, ენერგიული, ეფექტური მთავრობა

დატოვე კომენტარი