STV
არჩევნები 2020

ირაკლი ჩიქოვანი სოფელ კახათში ადგილობრივებს შეხვდა

  • ზუგდიდში, ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი სოფელ კახათში, საგუგუჩიოს უბანში ადგილობრივ მოსახლოებას შეხვდა.

,,ადგილობრივებთან ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ. სოფელი გაზიფიცირებულია, შიდა გზის პრობლემაა, მაგრამ გვარდება, რამდენიმე დღეში ტენდერზე გადის და მომავალი წლისთვის ასფალტირებული გზა დაიგება. წელს მიღებული აგრობარათები ადგილობრივებმა მიზანიმართულად გამოიყენეს. შედეგიც სახეზეა. თხილის სექტორში კარგი შედეგი გვაქვს. მოსახლეობას მოცვის კულტურის მიმართ ინტერესი აქვს. ამ მხრივ სოფლის მეურნეობის სამინისტრო უმნიშვნელოვანეს პროექტს ახორციელებს და ფერმერებს ნახევარ ჰექტარამდე მიწის ფართობზე კულტურის მოყვანას სრულად უფინანსებს. ჩვენი მასპინძელი ოთარ გუგუჩია ფიზიკოსია, მისი შვილი კი ასევე ფიზიკაში პრინსტონის უნივერსიტეტის მოწვეული მეცნიერი და პაულ შერერის ინსტიტუტის დოქტორი ფიზიკის დარგში ზურაბ გუგუჩიაა. მიხარია, რომ ზუგდიდს ასეთი წარმატებული ახალგაზრდები ჰყავს, რომელთა სახელები საქვეყნოდ ცნობილია“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დეპუტატობის კანდიდატი კახათში ზუგდიდის მოქმედ მაჟორიტარ დეპუტატთან ედიშერ თოლორაიასთან და ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარესთან მამუკა წოწერიასთან ერთად იმყოფებოდა.

Related posts

ირაკლი ჩიქოვანი: ზუგდიდელებს უყვართ შრომა, არიან ნიჭიერები და შეუძლიათ ინოვაციები დანერგონ

რედაქტორი

ირაკლი ჩიქოვანი: „ქართული ოცნების“ არჩევის შემდგომ 8 წელი არის მშვიდობიანი განვითარების 8 წელი

რედაქტორი

ირაკლი ჩიქოვანმა სმენადაქვეითებულთა და უსინათლო პირთა კლუბის წევრებს გეგმები გააცნო

რედაქტორი

დატოვე კომენტარი