არჩევნები 2020

ირაკლი ჩიქოვანი: ჩემი ამოცანა იქნება ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც მეტ განვითარებას უზრუნველყოფს

  • ,,ჩემი ამოცანა იქნება ზუგდიდში ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ჩვენი მუნიციპალიტეტის მეტ განვითარებას უზრუნველყოფს“-განაცხადა ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა, მაცხოვრისკარში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე.

? "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ? კანდიდატი მოსახლოებას ამჯერად სოფელ დავითიანში, ოქტომბერსა და მაცხოვრისკარის ტერიტორიულ ერთეულში შეხვდა. მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას გეგმები გააცნო. ? შეხევდრის მეორე ნაწილი კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა, ჩიქოვანმა მოსახლეობისგან საჭიროენენზე მოისმინა ინფორმაცია და მათი მოგავრების გზებზე ისაუბრა.

Gepostet von STV.GE am Dienstag, 8. September 2020

,,ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩა როგორი ავარიული იყო, ყველას კარგად გვახსოვს. წელს ეს პრობლემა მოვაგვარეთ და ერთ-ერთ საუკეთესო კეთილმოწყობილ ქუჩად ვაქციეთ. ამავე ქუჩაზეა რეფერალური საავადმყოფო და რამდენიმე კლინიკა. ავარიული გზა, პირველ რიგში, სწორედ სასწრაფო დახმარების მანქანებს უქმნიდა გადაადგილების პრობლემას. ზუგდიდში იმ მასშტაბის ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება, როგორიც ბოლო ორი წელია მიმდინარეობს, ჩვენს ქალაქს არ ახსოვს.

ასევე, მაცხოვრისკარის უბანში მდებარეობს საჭადრაკო სკოლა, რომლის რეაბილიტაციაც დავასრულეთ. სკოლა ჩვენი საამაყო ზუგდიდელი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის სახელს ატარებს. ზუგდიდს უდიდესი საჭადრაკო ტრადიცია აქვს და, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ბევრი ღირსეული ახალგაზრდა აღიზრდება ამ სკოლაში “-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

Related posts

“ლელომ” ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატები კიდევ ერთხელ წარადგინა

რედაქტორი

ალექსანდრე მოწერელია – ჩემთვის დიდი პატივია ვიყო თქვენი წარმომადგენელი პარლამენტში – მადლობა ნდობისა და მხადაჭერისთვის

რედაქტორი

ირაკლი ჩიქოვანი: ზუგდიდი საკუთარი სახლია, სადაც ნაცნობია ყველა პრობლემა, მაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა, რა გზით გავაძლიერო ქალაქი, როგორ უნდა მოვახდინოთ მისი კიდევ უფრო მეტი განახლება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი