არჩევნები 2020

ირაკლი ჩიქოვანი: ჩემი მაჟორიტარი დეპუტატობის პერიოდში ყველა დევნილს საკუთარი საცხოვრებელი ექბნება

  • ქართული ოცნების ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას წერეთლის ქუჩაზე შეხვდა. კანდიდატი ამომრჩეველს ინფრასტრუქტურულად გამართულ მუნიციპალიტეტზე – ზუგდიდში ამ მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა ტურისტული პოტენციალის განვითარებაზე, სოფლის მეურნეობის გაძლიერებაზე და დევნილებისთვის საკუთარი საცხოვრებელი ფართების გადაცემაზე.

? ქართული ოცნების ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში ადგილობრივებს შეხვდა. ? ირაკლი ჩიქოვანმა რუხში გამართულ შეხვედრაზე ოკუპაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქ მცხოვრები მოსახლეობა ყველაზე მეტად გრძნობს ოკუპაციის სიმძიმეს. ? კანდიდატმა ყურადღება დევნილებისთვის საკუთარი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ მისი დეპუტატობის პერიოდში ზუგდიდში მცხოვრები ყველა დევნილი საკუთარ საცხოვრებელს მიიღებს.

Gepostet von STV.GE am Mittwoch, 9. September 2020

,,დევნილებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად მუდმივ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას. თავიანთ მშობლიურ სახლებში დაბრუნება ჩვენი საბოლოო მიზანია, მაგრამ მანამდე ჩვენ ამ ადამიანებს აქ უნდა შევუქმნათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები, ამ მიმართულებით ჩვენი ხელისუფლების პირობებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა არიან დევნილი ოჯახები, რომლებიც ჯერ კიდევ საჭიროებენ საკუთარ ბინას. ზუგდიდში მცხოვრებ თითოეულ დევნილს ჩემი მაჟორიტარი დეპუტატობის პერიოდში ექნება საკუთარი საცხოვრებელი – ამას თითოეულ მათგანს ვპირდები”- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

Related posts

ირაკლი ხახუბიამ ნიკო ნიკოლაძის ძეგლი ყვავილებით შეამკო

რედაქტორი

ირაკლი ჩიქოვანი გიგი სიჭინავას ნახატების გამოფენას დაესწრო

რედაქტორი

ალექსანდრე მოწერელია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში შეხვედრებს განაგრძობს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი