არჩევნები 2020

ირაკლი ჩიქოვანი: ჩემს უმთავრეს ვალდებულებას წარმოადგენს, რომ ვიყო თითოეული ზუგდიდელის კეთილსინდისიერი ხმა საქართველოს პარლამენტში

  • “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური შეაფასა და ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ზუგდიდელს, რომელმაც მხარი დამიჭირა, რომელიც მოვიდა მეორე ტურში და მომცა მათი წარმოდგენის მანდატი. ხაზი მინდა გავუსვა იმას რომ, ზუგდიდელებმა უფრო დიდი რაოდენობით დაგვიჭირეს მხარი, ვიდრე პირველ ტურში და ეს ჩემთვის უდიდესი პატივისცემაა, თუმცა ჩემს უმთავრეს ვალდებულებას წარმოადგენს, რომ მე ვიყო მთლიანად ზუგდიდის და თითოეული ზუგდიდელის კეთილსინდისიერი ხმა საქართველოს პარლამენტში. ჩემთვის ეს არის უდიდესი პატივი, ეს ჩემთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა და მე გავაკეთებ ყველაფერს იმისათვის, რომ ვემსახურო ჩემს ზუგდიდელებს” – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, მისი მთავარი პრიორიტეტი, ზუგდიდის როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ასევე ტურისტული მიმართულებით მეტი განვითარება და მმართველ გუნდთან ერთად სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების და პროექტების განხორციელება იქნება.

,,უკვე სამ თვეზე მეტია ჩვენ საარჩევნო კამპანიას ვაწარმოებთ და არა ერთი შეხვედრა გვქონია და არაერთი ღონისძიება, რომელიც პირდაპირ და ღიად გვისაუბრია, თუ რა იქნებოდა პრიორიტეტი ზუგდიდის მაჟორიტარის ირაკლი ჩიქოვანის. ეს პრიორიტეტები გახლავთ ის, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენი ქალაქის კიდევ უფრო მეტ განვითარებას და შევინარჩუნოთ ის განვითარების დინამიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს. მეორეს მხრივ ხელი შევუწყოთ და მაქსიმალურად დავეხმაროთ დევნილ ოჯახებს და მაქსიმალურად აღმოვფხვრათ მათი საცხოვრისით უზრუნველყოფის პრობლემა. მესამე ეს არის კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური აქტივობა იმ პროგრამებისა და იმ კონკრეტული სუბსიდიების დახმარებით, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს და მეოთხე ჩვენ უნდა გავზარდოთ ზუგდიდის ტურისტული პოტენციალი. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ეს შეუძლებელი იქნება “ქართული ოცნების” გუნდის მხარდაჭერის გარეშე, ჩვენ ერთად შევძლებთ ზუგდიდი გავხადოთ უკეთესი და კომფორტული მუნიციპალიტეტი თითოეული ჩვენგანისთვის”- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

Related posts

ირაკლი ხახუბია – ჩვენ, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, ჩავატარებთ თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ არჩევნებს და ღირსეულ გამარჯვებასაც მოვიპოვებთ

რედაქტორი

ირაკლი ჩიქოვანი: ახალგაზრდებთან ერთად შევიკრიბებით, მოვახდენთ იდეების გენერირებას და ერთად ვიმსჯელებთ, როგორ გავხადოთ ზუგდიდი კიდევ უფრო უკეთესი

რედაქტორი

ირაკლი ჩიქოვანი: ზუგდიდი საკუთარი სახლია, სადაც ნაცნობია ყველა პრობლემა, მაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა, რა გზით გავაძლიერო ქალაქი, როგორ უნდა მოვახდინოთ მისი კიდევ უფრო მეტი განახლება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი