STV
არჩევნები 2020

ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ ვაქციოთ ზუგდიდი ტურისტული მიზიდულობის ცენტრად

  • „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „ბიზნესი იმედზე“ მისი სამაჟორიტარო მუნიციპალიტეტის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა. განათლება, ტურიზმი და სოფლის მეურნეობა – ეს ის მიმართულებებია, სადაც, დანარჩენი სამეგრელოს მსგავსად, ზუგდიდს წარმატებული პოზიციონირება შეუძლია.

„განათლების მხრივ გადაწყვეტილება ნამდვილად უპრეცედენტოა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ბიუჯეტის მეოთხედი განათლების სფეროს დაფინანსებას მოხმარდება. ეს ძალიან სერიოზული ინვესტიციაა, ინვესტიცია ჩვენს მომავალში და ვთვლი, რომ ეს იქნება ერთ-ერთი დიდი მონაპოვარი, რომელსაც შევძლებთ მივიღოთ „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგად. ზუგდიდის რეალობაში ჩვენ გვაქვს უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც კარგ შესაძლებლობებს იძლევა ადგილობრივებისთვის და არა მხოლოდ. თუმცა, ჩვენ ასევე გვჭირდება ტექნიკური განათლების ანუ პროფესიული განათლების ცენტრი“-აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი მეორე მიმართულებად ტურიზმს ასახელებს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ინდუსტრიაა. რეალურად, ქვეყანასაც და რეგიონსაც აქვს დიდი პოტენციალი, მათ შორის შემოსავლების გაზრდის თვალსაზრისით.

„კონკრეტულად ზუგდიდს რაც შეეხება, მე ვიტყოდი, რომ ჩვენ სამწუხაროდ ვერ ვიყენებთ ბოლომდე ამ განვითარებად ინდუსტრიას და მისგან მოტანილ სარგებელს. ზუგდიდი, ცალკე მიზიდულობის ცენტრად გამოყოფილი არ არის. ხშირად, იგი განიხილება როგორც სატრანზიტო პუნქტი, რომელიც მხოლოდ ძალიან მოკლე პერიოდით იჩერებს და იტოვებს ტურისტს. ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა შევცვალოთ ეს ყველაფერი და აქ უფრო მეტი ხნით, მეტი ტურისტის „დამაგრება“ შევძლოთ – მიაჩნია ირაკლი ჩიქოვანს.

კიდევ ერთი სექტორი, რაზეც ის ყურადღებას ამახვილებს, სოფლის მეურნეობაა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კარგი კლიმატური პირობები კენკროვანი კულტურები განვითარებისთვის. მხოლოდ, ბოლო რამდნიმე წლის განმავლობაში, რაც სახელმწიფომ დაიწყო „მოცვისა და კენკრვანი კულტურების თანადაფინანსების პროგრამა“, უკვე 130 ჰექტარზე მეტია გაშენებული.

„ჩემთვის განსაკუთრებულად სასიამოვნო და მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს რამდნიმე ათეული, საგრანტო პროგრამით სრულად დაფინანსებული წარმატებული პროექტები. ეს ძალიან სწორი ინვესტიციაა, რომელიც თუნდაც მცირემიწიანი სოფლების პირობებში გვაძლევს საშუალება, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ქონდეს შინამეურნეობა და მიიღონ რეალური შემოსავლები“ – აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

Related posts

ირაკლი ხახუბია : ფოთი სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქია და მისი განვითარება ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია

ცესკოს პირველადი წინასწარი შედეგებით არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ 54,72%-ით გაიმარჯვა

რედაქტორი

ირაკლი ჩიქოვანი: ხმა მივეცი გამარჯვების საბოლოო გაფორმებას

რედაქტორი

დატოვე კომენტარი