არჩევნები 2020

ირაკლი ჩიქოვანი – ჩვენ მივაღწიეთ და ბოლო რვა წლის განმავლობაში მთავარი საზრუნავი გავხადეთ მოქალაქე

  • ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს ორსანტიაში, ცვანესა და ერგეტაში გამართა. კანდიდატი ადგილობრივებს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და პარტიის ხედვები და მომავალი ოთხი წლის მთავარი პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო.

?,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კადიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა მოსახლეობასთან შეხვედრები ორსანტიაში, ცვანესა და ერგეტაში გამართა. ?კანდიდატი ადგილობრივებს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და პარტიის ხედვები და მომავალი ოთხი წლის მთავარი პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო. ირაკლი ჩიქოვანმა შეხვედრაზე ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა. ?,,ჩვენი ჯანდაცვის სისტემა დღეს ყველაზე მეტად არის მოქალაქეზეა ორიენტირებული, ვიდრე ოდესმე ყოფილა, ეს მისაბაძია ბევრი ჩვენზე მეტად ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოსთვის. თუმცა ჩვენ აქაც არ ვჩერდებით, რადგან ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ხარისხი, უფრო მეტი პროგრამები, უფრო მეტი განვრცობადობა ჯანდაცვის სფეროში” განაცხადა მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრაზე ირაკლი ჩიოქვანმა.

Gepostet von STV.GE am Sonntag, 11. Oktober 2020

,,ორსანტია საოკუპაციო ხაზთან მდებარე ძალიან ლამაზი და ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებული სოფელია. ეკონომიკური წარმატებისა და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის სწორედ გამართულ ინფრასტრუქტურას აქვს საკვანძო მნიშვნელობა – საავტომობილო გზების, სკოლების, საბავშვო ბაღების, ამბულატორიების, ცენტრალური სტადიონის, წყალმომარაგებისა და სხვა არაერთი პროექტი, რომელიც მიმდინარეობს, გაგრძელდება ეფექტიანად და სწრაფად. ჩემი ამოცანა იქნება ზუგდიდში ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებას უზრუნველყოფს. ამ მხრივ ბევრი გაკეთდა, ბევრი მიმდინარე პროექტებია და გვაქვს სამომავლო გეგმებიც“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ირაკლი ჩიქოვანმა დღეს გამართულ შეხვედრაზე ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა:

,,საქართველოს არ ჰყოლია ხელისუფლება, რომელიც ასე გულისხმიერია საკუთარი ხალხის მოთხოვნების მიმართ, რა თქმა უნდა არის ბევრი გამოწვევა და ბევრი საკითხი რაზეც ჩვენ გადაწყვეტილებები გვაქვს მისაღები, მაგრამ გულისხმიერი და თანამდგომი ხელისუფლების პირობა დააკმაყოფილა ამ ხელისუფლებამ. მთავარი არის ის, რომ ჩვენ მივაღწიეთ და ბოლო რვა წლის განმავლობაში მთავარი საზრუნავი გავხადეთ მოქალაქე. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა დღეს ყველაზე მეტად არის მოქალაქეზე ორიენტირებული, ვიდრე ოდესმე ყოფილა, ეს მისაბაძია ბევრი ჩვენზე მეტად ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოსთვის. თუმცა ჩვენ აქაც არ ვჩერდებით, რადგან ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ხარისხი, უფრო მეტი პროგრამები, უფრო მეტი განვრცობადობა ჯანდაცვის სფეროში და ამ გეგმებზე პრეზენტაციაზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმაც“ – განაცხადა შეხვედრაზე ირაკლი ჩიქოვანმა.

დღეს გამართულ შეხვედრებს სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია და ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი შენგელია ესწრებოდნენ.

Related posts

ირაკლი ჩიქოვანი – მერაბ კოსტავას სახელი ასოცირდება სამშობლოს უანგარო სიყვარულთან, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავდაუზოგავ ბრძოლასთან

რედაქტორი

ალექსანდრე მოწერელია – მომავალი 4 წლის განმავლობაში გვექნება საშუალება იმისა, რომ სისტემურად განახლდეს ინფრასტრუქტურა, რაც შექმნის უფრო მეტ სამუშაო ადგილს

რედაქტორი

ირაკლი ჩიქოვანი – ჩვენთის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და წარმატებული ახალგაზრდების ხელშეწყობა პრიორიტეტულია

რედაქტორი

დატოვე კომენტარი