არჩევნები 2020

ირაკლი ჩიქოვანი: ხმა მივეცი გამარჯვების საბოლოო გაფორმებას

  • “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა საკუთარი არჩევანი ზუგდიდში, #1 საარჩევნო უბანზე გააკეთა. მისი განცხადებით, მან ხმა გამარჯვების საბოლოო გაფორმებას მისცა.

“მე ხმა მივეცი გამარჯვების საბოლოო გაფორმებას. როგორც იცით ზუგდიდში პირველი ტური ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი სხვაობა ჩვენს კონკურენტებთან და დარწმუნებული ვარ დღესც ზუგდიდელები იაქტიურებენ, ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი შედეგი”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ოპოიციის ბოიკოტზეც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ეს მათი ჩვეული წესია. “ეს უკვე ზუგდიდისთვის ტრადიცია ხდება, როგორც წესი “ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები” მეორე ტურში არ მონაწილეობენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე ფორმით უნდა უგლებელყოფას იმ დემოკრატიული პროცესი, რომელიც არჩევნებთან არის დაკავშირებული. მე დარწმუნებული ვარ ზუგდიდელები კიდევ ერთხელ იაქტიურებენ და საკუთარ არჩევანს გააკეთებენ”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, ზუგდიდში 31 ოქტომბრის საპარამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება.როგორც ცნობილია, პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნები 50%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარდა. მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში ორი კანდიდატი მონაწილეობს, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს.

Related posts

ირაკლი ჩიქოვანმა სმენადაქვეითებულთა და უსინათლო პირთა კლუბის წევრებს გეგმები გააცნო

რედაქტორი

ირაკლი ჩიქოვანი პრემიერის ვიზიტზე: გლობალური პანდემიის პირობებში, ბრიუსელში საქართველოს მაღალი დონის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს განსაკუთრებულ პარტნიორობას

რედაქტორი

ალექსანდრე მოწერელია წალენჯიხაში ახალგაზრდებს შეხვდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი