STV
არჩევნები 2020

ირაკლი ჩიქოვანი – 2012 წლამდე ზუგდიდი იყო ქცეული ზეწოლის, მოსახლეობაზე ძალადობის ციტადელად, დღეს ეს ქალაქი არის თავისუფალი, მშვიდი ქალაქი, სადაც ვვითარდებით

  • ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანი 2012 წელს ზუგდიდში არსებულ ვითარებას და ამჟამად არსებულ გარემოს ერთმანეთს ადარებს და აცხადებს, რომ ამჟამად იმ პერიოდისგან განსხვავებით სახელმწიფო მოქალაქეებზე ზრუნავს.

,,დღეს 2012 წელთან შედარებით, ზუგდიდელებისთვის განსხვავებული გარემოა შეთავაზებული, ადამიანებს აქვთ აბსოლუტური თავისუფლება გამოთქვან საკუთარი აზრი და გამოხატონ პრეტენზიები, ჩვენ ეს მოგვწონს და გვიხარია, რადგან ამ დებატში იბადება უფრო მეტი შესაძლებლობა. 2012 წლამდე ზუგდიდი იყო ქცეული ზეწოლის საკუთარ მოსახლეობაზე ძალადობის ციტადელად, დღეს ეს ქალაქი არის თავისუფალი ქალაქი, მშვიდი ქალაქი, სადაც ჩვენ ვვითარდებით. რა თქმა უნდა არის პრობლემები, რომელსაც სჭირდება ყურადღების მიქცევა და რა თქმა უნდა ჩვენთვის ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება ოკუპაცია და ოკუპაციის ხაზთან არსებული ვითარება, რასაც ჩვენი სახელმწიფო გრძნობს და ზუგდიდელები ვგრძნობთ ამ სიმძიმეს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება ზუგდიდი ნაბიჯ-ნაბიჯ და ძალიან დიდი მყარი ნაბიჯებით მიდის წინ და ვითარდება და ჩვენ გვაქ იმის საშუალება რომ ზუგდიდი გავხადოთ ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული მუნიციპალიტეტი საქართველოში“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ირაკლი ჩიქოვანი ბოლო წლების განმავლობაში ზუგდიდში განხორციელებულ პროექტებზეც ამახვილებს ყურადღებას

,,მე მაქვს სრული პასუხისმგებლობა შემდეგი წლების განმავლობაში ზუგდიდი ვაქციო აბსოლუტურად განსხვავებულ მუნიციპალიტეტად და ამას იგრძნობს თითოეული ზუგდიდელი, ზუგდიდში არცერთი კუთხე არაა დარჩენილი, არცერთი ქუჩა და ადმინისტრაციული ერთეული არაა დარჩენილი, სადაც ჩვენ არ გვქონდეს მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელებული, ზუგდიდი იქნება ერთ-ერთი პირველი მუნიციპალიტეტი სადაც ყველა ადმინისტრაციულ ერთეულამდე, ანუ სოფლამდე იქნება კეთილმოწყობილი გზა, ჩვენ ამ პროექტს მომავალ წელს დავასრულებთ, მხოლოდ 4 გზა არის დარჩენილი, ზუგდიდის ყველა ადმინისტრაციული ერთეული იქნება გაზიფიცირებული და ეს პროცესი ძალიან მალე დასრულდება, ჩვენ ვშრომობთ იმისათვის, რომ უკეთესი მომავალი შევქმნათ ზუგდიდელებისთვის“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

Related posts

ირაკლი ჩიქოვანი: ხმა მივეცი გამარჯვების საბოლოო გაფორმებას

რედაქტორი

ირაკლი ჩიქოვანი – დევნილებისათვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად მუდმივ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას

ირაკლი ხახუბია: ხარისხიანი ჯანდაცვის განვითარება და ექიმების შრომის პირობებზე ზრუნვა ჩვენი გუნდისთვის პრიორიტეტული საკითხია

რედაქტორი

დატოვე კომენტარი