არჩევნები 2020

ირაკლი ჩიქოვანმა სმენადაქვეითებულთა და უსინათლო პირთა კლუბის წევრებს გეგმები გააცნო

  • ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა, დღეს შეხვედრა სმენადაქვეითებულთა და უსინათლო პირთა კლუბის წევრებთან გამართა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მათ ზუგდიდის კიდევ უფრო განვითარების ხედვა გააცნო.

კომუნიკაციის დამყარებაში ირაკლი ჩიქოვანს ჟესტური ენის სპეციალისტი დაეხმარა. ეს კავშირი 100-ზე მეტ ბენეფიციარს აერთიანებს.

? ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა, დღეს შეხვედრა სმენადაქვეითებულთა და უსინათლო პირთა კლუბის წევრებთან გამართა. ? მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მათ საკუთარი გეგმა და ზუგდიდის განვითარების ხედვა გააცნო. კომუნიკაციის დამყარებაში ირაკლი ჩიქოვანს ჟესტური ენის სპეციალისტი დაეხმარა. ეს კავშირი 100-ზე მეტ ბენეფიციარს აერთიანებს. ? ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერა ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ამ უფლებების დაცვის გაძლიერებას ემსახურება ახალი შშმ უფლებების კანონი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით შემუშავდა.

Gepostet von STV.GE am Mittwoch, 9. September 2020

,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ მათი უფლებების დაცვის გაძლიერებას ემსახურება ახალი შშმ უფლებების კანონი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით შემუშავდა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიახლე სახელმწიფოს მიერ ქართული ჟესტური ენის აღიარებაა, რომელიც სახელმწიფო დონეზე მოხდა პირველად ქვეყნის ისტორიაში.“

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მნიშვნელოვანი იყო ის მხარდაჭერა, რომელიც მთავრობამ, კორონავირუსის პანდემიის დროს, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გაუწია ამ ადამიანებს.

,,აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს შშმ პირებისთვის. შშმ პირები აქტიურად არიან ჩართული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე. მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა შშმ პირების მიმართ. ამის დასტური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ დონეზე მომუშავე საბჭოა, რომელიც არსებული პრობლემების მოგვარებაზე მუშაობს”-აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

Related posts

ირაკლი ხახუბიამ აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინი შეამკო

რედაქტორი

ირაკლი ჩიქოვანი, დარჩელში, იტალიიდან დაბრუნებულ ნინო ხუფენიას შეხვდა

რედაქტორი

ირაკლი ჩიქოვანი: ხელისუფლება კვლავ მაქსიმალურად დაუდგება მოქალაქეებს ვისაც თანადგომა სჭირდება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი