არჩევნები 2020

ირაკლი ხახუბიამ აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინი შეამკო

  • „ქართული ოცნების“ ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ხახუბიამ ფოთის შტაბის ხელმძღავნელთან ალექსანდრე ტყებუჩავასთან ერთად, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინი შეამკო.

„1993 წლის 27 სექტემბერი ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკული დღეა საქართველოსთვის. უდიდეს ტკივილს და დანაკარგს, რომელიც ამ დღეს თან ახლავს, ვერაფერი აანაზღაურებს. მინდა კიდევ ერთხელ ქედი მოვიხარო საქართველოს უახლესი ისტორიის გმირების წინაშე, რომლებმაც თავი გასწირეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის. დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ მათ ხსოვნას. საქართველო აღარასოდეს დაუშვებს ძმათამკვლელ ომს, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ჩვენ შევძლებთ მშვიდობიანი გზით. მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს “-აღნიშნა ირაკლი ხახუბიამ.

დეპუტატობის კანდიდატი ფოთის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომში დაღუპულთა მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესრო რომლიც ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა აღასრულა.

Related posts

ალექსანდრე მოწერელია ჩხოროწყუში ფერმერ თემურ ავალიანის მოცვის პლანტაციაში იმყოფებოდა

რედაქტორი

ალექსანდრე მოწერელია – „ქართული ოცნებაა“ ის გუნდი, რომლის ყოველდღიური საზრუნავი მოსახლეობის უკეთესი მომავალია

რედაქტორი

ალექსანდრე მოწერელია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი