STV
არჩევნები 2020

ირაკლი ხახუბიამ ნიკო ნიკოლაძის ძეგლი ყვავილებით შეამკო

  • “მე დამივლია ევროპა და ბევრ ჩინებულ ქვეყნებში, ბევრ აღმტაც საზოგადოებაში გამიტარებია თვეები და წლები, მაგრამ ყოველგან და ყოველთვის, სადაც კი ვყოფილვარ, ერთი საგანი მქონია: შენთვის დამზადება, შენთვის სამსახური, შენი სარგებლობა” – დღეს დიდი ქართველის, საზოგადო მოღვაწის, მწერლისა და პუბლიცისტის ნიკო ნიკოლაძის 177 წლის იუბილეა.

„ქართული ოცნების“ ფოთის,ხობის დას ენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ხახუბიამ ,ფოთის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან,ალექსანდრე ტყებუჩავასთან ერთად, დღეს ნიკო ნიკოლაძის ძეგლი ყვავილებით შეამკო.

„ნიკო ნიკოლაძემ თავისი მოღვაწეობით წარუშლელი კვალი დატოვა საქართველოს ისტორიაში. განსაკუთრებულია მისი როლი ფოთის განვითარებაში. ჩვენს ქალაქში, საუკუნე-ნახევრის წინ, ნიკო ნიკოლაძის მიერ განხორციელებულმა საპორტო და საქალაქო ინფრასტრუქტურის, სოციალური და საგანმანათლებლო სფეროს პროექტებმა, მკაფიოდ აჩვენა საზოგადოებას, რომ ქვეყნის განვითარების მიმართულება არის ევროპა, ევროპული აზროვნება. ჩვენი ქალაქი დღეს არსებული ღირშესანიშნაობებით, სტილითა და ინდივიდუალურობით დიდი ნიკოს დამსახურებაა”-განაცხადა კანდიდატმა.

Related posts

ირაკლი ჩიქოვანმა საარჩევნო პროგრამა მეწარმეებს გააცნო

რედაქტორი

ირაკლი ჩიქოვანი: ზუგდიდში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება, რაც თითოეულ ადგილობრივზე დადებითად აისახება

რედაქტორი

ალექსანდრე მოწერელია: ჩვენი ვალდებულებაა მხოლოდ მშვიდობიანი გზით ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის დემოკრატიზაციისთვის და საერთო კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის

რედაქტორი

დატოვე კომენტარი