არჩევნები 2020

ირაკლი ხახუბია მხატვართა საერთაშორისო არტ-პლენერის დახურვას დაესწრო

  • ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია ფოთში, ხელოვანთა სკვერში, შავი ზღვის აუზის ქვეყნების მხატვართა საერთაშორისო არტ-პლენერის დახურვას დაესწრო.

საერთაშორისო არტ-პლენერის შემაჯამებელ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 20 ქართველი მხატვრის 60-მდე ნამუშევარი. კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან მხატვრებმა საქართველოში ჩამოსვლა ვერ შეძლეს, თუმცა კატალოგისთვის მათი ნამუშევრები შეირჩევა ონლაინ კომუნიკაციის შედეგად.

საბოლოოდ კი პლენერის ფარგლებში გამოიცემა კატალოგი, სადაც წარმოდგენილი იქნება პლენერის მონაწილე მხატვრების მიერ შესრულებული ნამუშევრები.

„ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში მსგავსი ტიპის პლატფორმის შექმნა ადგილობრივი მხატვრებისათვის, სადაც მათ აქვთ საშუალება კოლეგებთან ერთად იმუშაონ, გაიზიარონ შემოქმედებითი სიახლეები და ასევე, გაეცნონ თანამედროვე მხატვრობაში არსებულ ტენდენციებს“-განაცხადა ირაკლი ხახუბიამ.

კანდიდატის განცხადებით, წელს ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია დაიწყო, რომლის დასრულების შემდეგ შენობაში მხატვართა სახლი განთავსდება.

Related posts

ირაკლი ჩიქოვანი: გიგა ოთხოზორია არის მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო

რედაქტორი

ალექსანდრე მოწერელია : ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი ქვეყნის განვითარება და ეკონომიკური გაძლიერებაა

რედაქტორი

ალექსანდრე მოწერელია – მეწარმეობის და სოფლის მეურნეობის განვითარება, ნიშნავს ოჯახებში გაზრდილ შემოსავალს და ეკონომიკის განვითარებას მუნიციპალიტეტში

რედაქტორი

დატოვე კომენტარი