არჩევნები 2020

ირაკლი ხახუბია – სენაკს დიდი კულტურული და ტურისტული პოტენციალური აქვს, უნდა შევძლოთ მისი ათვისება და მეტი შესაძლებლობების შექმნა

  • ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია სენაკში ქალაქის საპატიო მოქალაქეებს, კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

„აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს სენაკის კულტურულ ცხოვრებაში ნახევარ საუკუნეზე მეტია გამორჩეული ადგილი უჭირავს. თეატრის შენობას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლია, ფონდ ,,ქართუს“ ხელშეწყობით სრულფასოვანი მასშტაბური რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ამ თეატრს არა მარტო სენაკის, არამედ რეგიონისა და მთელი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში შეუძლია გამორჩეული ადგილის დამკვიდრება. ა

სევე მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტია ნოქალაქევის უნიკალური კომპლექსის რესტავრაცია და აქ სამხარეო მნიშვნელობის მუზეუმისა და თანამედროვე ლაბორატორიის მოწყობა. სიმბოლურია და ძალიან კარგი ჩანაფიქრი იყო სენაკის ცენტრში პირველი ავტომობილის ინსტალაციის მოწყობა. ის საინტერესო ფაქტი, რომ პირველი ავტომობილი საქართველოში სწორედ სენაკში დადიოდა, ხაზს უსვამს ამ ქალაქის პროგრესულობასა და ყოველივე ახლისადმი მის მკვიდრთა მისწრაფებაზე მიგვანიშნებს. სენაკს დიდი კულტურული და ტურისტული პოტენციალური აქვს და თქვენი დახმარებით მაქსიმალურად უნდა შევძლოთ მისი ათვისება და მეტი შესაძლებლობების შექმნა. ჩვენი შეხვედრა მხოლოდ დღევანდელი დღით არ დასრულდება. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ინტენსიური ურთიერთობა გვექნება და მერწმუნეთ, რომ ყოველთვის ყურადღებით მოვეკიდები თქვენს საჭიროებებს’’ – აღნიშნა ირაკლი ხახუბიამ.

Related posts

ირაკლი ჩიქოვანი დადიანების სასახლის ეზოში სტუდენტებს შეხვდა

რედაქტორი

ირაკლი ხახუბიამ ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში შპს ,,აგროთემას“ მოცვის ბაღები დაათვალიერა

რედაქტორი

ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენ მტკიცედ მივდივართ დემოკრატიული ღირებულებების გზაზე

რედაქტორი

დატოვე კომენტარი