არჩევნები 2020

ირაკლი ხახუბია : ფოთი სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქია და მისი განვითარება ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია

  • სოციალური პროგრამები, ინფრასტრუქტურა და სახელისუფლებო გუნდის სამომავლო გეგმები – ამ საკითხებზე ფოთის,ხობის,სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია ფოთში ტაბიძის, 9 აპრილის და ბერდიანკის ქუჩების მოსახლეობას ესაუბრა.

კანდიდატის თქმით, ფოთი სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქია და მისი განვითარება ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია. დიდი ყურადღება ექცევა როგორც პორტის შემდგომ განვითარებას, ისე ქალაქის კეთილმოწყობასა და ფოთელებისთვის უკეთესი საცხოვრებელი და ეკონომიკური გარემოს შექმნას. ქალაქისთვის სულ უფრო მეტი კეთდება, იქნება ეს საგზაო ინფრასტრუქტურა, თუ სოციალური მხარდაჭერა.

„სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ ერთად, ერთმანეთის გვერდში დგომით, ძალიან ბევრი სირთულე დავძლიეთ. განვახორციელეთ და დავგეგმეთ ბევრი მნიშვნელოვანი და ინოვაციური პროექტი, რომლებიც ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისკენ იყო მიმართული. თუმცა, კარგად გვესმის, რომ ჩვენ წინაშე კიდევ არის გამოწვევები, რომელთა გადასაჭრელად მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს და საერთო ძალისხმევით ეტაპობრივად მათაც გადავწყვეტთ”-განაცხადა ირაკლი ხახუბიამ.

Related posts

ალექსანდრე მოწერელია: წალენჯიხაში ინწრას ხეობა, ჩხოროწყუში ლუგელას ხეობა და მარტვილში ლებარდე – სამეგრელოში ტურიზმის განვითარებისთვის დამატებით შესაძლებლობებს იძლევა

რედაქტორი

ამ დროისთვის დათვლილი 3007 უბნის მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48.36%, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 26,35%, „ევროპულმა საქართველომ“ კი 3.79% მიიღო

რედაქტორი

არჩილ თალაკვაძე – ძნელად წარმომიდგენია, რომ ზუგდიდი იმსახურებდეს სხვანაირ ადამიანს, თუ არა ისეთ განათლებულ, გამოცდილ, წესიერ და პროგრესულ კაცს, როგორიც არის ირაკლი ჩიქოვანი

რედაქტორი

დატოვე კომენტარი